ვიქტორია ბექჰემი, რიანა, კირა ნაიტლი და სხვა ვარსკვლავები, რომლებმაც აკნე დაამარცხეს
- 04.02.2018
ლამაზი და გლუვი სახის კანი ყველა ქალის ოცნებაა, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ განსაკუთრებული მოვლისა და დიეტის გარეშე მისი შენარჩუნება. კანის პრობლემები ბევრ ცნობილ ვარსკვლავს აწუხებს, ისინი ძალას არ იშურებენ აკნესთან საბრძოლველად.
კირა ნაიტლი
მსახიობს ბავშვობიდან აწუხებდა სახეზე გამონაყარი, მაგრამ ამ პრობლემის დამარცხება მხოლოდ არეული ჰორმონალური ფონის დალაგების შემდეგ მოახერხა.
ვიქტორია ბექჰემი
სამწუხაროდ, ის დღესაც ვერ დაიკვეხნის იდეალური სახის კანით, მაგრამ პრობლემის დამარცხება ნამდვილად შეძლო. ის ხშირად სტუმრობდა კოსმეტოლოგების კაბინეტებს და სხვადასხვა პროცედურებს იტარებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ სპეციალურად შედგენილმა მკაცრმა დიეტამ უშველა, რომელიც მდიდარია ომეგა 3-ის შემცველი პროდუქტებით.
ემა სტოუნი
ოსკაროსანი მსახიობი 17 წლის განმავლობაში იტანჯებოდა აკნეს პრობლემებით. ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად ემას აკნე მცირე სტრესის დროსაც კი თავიდან უმწვავდებოდა. საბოლოოდ, კოსმეტოლოგის მხრიდან დანიშნული სპეციალური ინიექციებითა და ჩაის ხის ზეთის საშუალებით დაამარცხა.
რიანა
მომღერალი უარს ამბობს მისთვის საყვარელ სწრაფი კვების ობიექტების საჭმელებსა და გაზიან სასმელებზე. სამაგიეროდ მიირთმევვს ყოველდღიურად ბევრ წყალს. ფაქტია, რომ ეს მეთოდი მუშაობს.
ბრიტნი სპირსი
ბრიტნის ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. სტრესი, დეპრესია და ჰორმონალური დარღვევები ძალიან ცუდად აისახა მისი სახის კანზე. მომღერალმა შეძლო და თავი დააღწია ამ ჯოჯოხეთს, ამაში კი სპორტი, სპეციალური დიეტა და კოსმეტოლოგთან ხშირი ვიზიტები დაეხმარა. აკნეს კვალი კი სახეზე ლაზერის საშუალებით წაიშალა.
კამერონ დიასი
საკუთარ წიგნში კამერონი ბევრს საუბრობს იმ მძიმე პერიოდზე, როდესაც საშინელი სახის კანის გამო საკუთარი თავი შესძულდა. დიდი ბრძოლის შემდეგ უარი თქვა აკნეს დამარცხების ნაცნობ და უცნობ გზებზე, დანებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაძლია პრობლემა და ამაში ბალანსირებული დიეტა დაეხმარა.
თემები: სწორი კვება, სილამაზე ყველა ასაკში, პრობლემები, რჩევები, აკნე
<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>