ჯანმრთელობა

10 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად

10 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად

არაფერია იმაზე საშინელი, როცა შუაღამისას კბილის მწვავე ტკივილი გაღვიძებს. შემდეგ გაშფოთებს კბილის ექიმთან ვიზიტი და მთელი ის პროცესი, რომელიც კბილის მკურნალობას სჭირდება.

საბედნიეროდ არსებობს ბუნებრივი და მარტივი გზები იმისთვის, რომ პირის ღრუს სიჯანსაღე შეინარჩუნოთ.

ასე რომ, სანამ კბილის ექიმთან ვიზიტი გარდაუვალი გახდება, ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად სცადეთ რომელიმე მეთოდი, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ:

1. მიირთვით უფრო მეტი საკვები, რომელიც შეცავს K2 ვიტამინს - ის ამაგრებს სახის ძვლებს და კბილებს. ბევრი ადამიანი ისე იკვებება, რომ ამ კომპონენტს მისი კვების რაციონი არ შეიცავს. K2 ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრაში ნატურალური კარაქი დაგეხმარებათ.

10 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად

2. კვების რაციონი გაამდიდრეთ პროდუქტით, რომელიც A და D ვიტამინებს შეიცავს - სხვადასხვა კვლევების თანახმად კბილებში, ღრმულები წარმოიშობა მაშინ, როცა ორგანიზმში ამ ვიტამინების ნაკლებობაა. A ვიტამინით მდიდარია ქათმის ღვიძლი, თხის ყველი და რძე. D ვიტამინის ნაკლებობას კი კვერცხის, კალმახისა და ასევე, რძისმირთმევით აღმოფხვრით.

10 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად

3. შეამცირეთ შაქრისა და ნახშირწყლების რაოდენობა - ყველაზე მეტად კბილებს შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტი და ნახშირწყლები აზიანებენ. თუ ცოტათი მაინც შეამცირებთ მათ რაოდენობას, კბილებზე პრობლემები მარტივად არ გაგიჩნდებათ.

10 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად

4. ხშირად მიირთვით კალციუმით მდიდარი საკვები - თუ კვების რაციონში შეიტანთ ისეთ საკვებს, როგორებიცაა იოგურტი, რძე და ყველი, ეს დაგეხმარებათ, რომ ძლიერი და ჯანსაღი კბილები გქონდეთ და ღრმულების გაჩენის შანსი შემცირდება. თუმცა იოგურტის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ შაქრის შემცველობას. მიირთვით ის იოგურტი, რომელიც ნაკლები რაოდენობით, ან საერთოდ არ შეიცავს შაქარს.

10 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად

5. დალიეთ უფრო მეტი წყალი - არაფერი აჯანსაღებს კბილებს იმაზე მეტად, ვიდრე წყალი. ის აფერხებს კბილებზე ღრმულების გაჩენას. წყალი ანეიტრალებს მჟავას, რომელიც კბილებზე საკვების მირთმევის შედეგად ჩნდება. გახსოვდეთ, იმისთვის, რომ შედეგი გქონდეთ, დღის განმავლობაში 6-დან 8 ჭიქამდე წყალი უნდა მიირთვათ.

10 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად

6. კბილები დღეში ორჯერ გაიხეხეთ - რეგულარულად კბილის გახეხვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ამ დროს პირის ღრუდან ვიშორებთ საკვების ნარჩენებს, რომლებიც რეალურად დიდ საფრთხეს უქმნიან ჩვენს კბილებს. კბილის რეგულარულად გახეხვის შედეგად, იშორებთ ბაქტერიებს, რომლებიც კბილებზე ღრმულების წარმოქნას განაპირობებენ. სტომატოლოგების რეკომენდაციით, კბილები მინიმუმ დღეში ორჯერ უნდა გაიხეხოთ და თუ შესაძლებელია, უფრო მეტჯერაც.

10 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად

7. გამოიყენეთ უფრო მეტი ფტორი - ფტორი დაგეხმარებათ კბილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ღრმულები წარმოიშვას. გამოიყენეთ კბილის პასტა ფტორის მაღალი შემცველობით, ან ჰკითხეთ თქვენს სტომატოლოგს, თქვენი კბილებისთვის რამდენად დასაშვებია ფტორის გელის გამოყენება. ფტორის საშუალებით კბილებზე ღრმულების გაჩენისგან თავს დაიზღვევთ და ამავდროულად, კბილიუფრო გამძლე გახდება.

10 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად

8. მიირთვით ბოსტნეულისგან და ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული სუფი - ყოველთვის ეცადეთ, რომ მიირთვათ ნატურალური პროდუქტი და მისგან მომზადებული საკვები. უმნიშვნელოვანესია ბოსტნეული.ის ეხმარება კბილებს სიჯანსაღისა და გამძლეობის შენარჩუნებაში.

10 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად

9. მიიღეთ მაგნიუმი - ის კბილს უფრო გამძლეს ხდის.

10 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად

10. მიიღეთ ჟელატინი, იგივე ჰიდროლიზირებული კოლაგენი - თუ არ შეგიძლიათ ჯანსაღი პროდუქტებით სუფის მომზადება, ჟელატინი მშვენიერი ალტერნატივაა და ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიაარა მხოლოდ კბილებისთვის, არამედ საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც.

10 მარტივი და ბუნებრივი მეთოდი ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად



<a href="https://trendingposts.net/">https://trendingposts.net/</a>