1. რა შეხედულებები აქვს ურთიერთობებზე

აუცილებლად უნდა იცოდეთ, რა არის შენი პარტნიორისთვის დასაშვები და კატეგორიულად მიუღებელი. როდესაც გაიგებ პასუხს შენთვის საინტერესო კითხვებზე, გაანალიზე, რამდენად ემთხვევა თქვენი პოზიციები. თუ ისინი განსხვავებულია, უნდა დაფიქრდეთ, ღირს კი ამდენი რამის დათმობა? - თუ მამაკაცი საერთოდ ერიდება ამ თემაზე საუბარს - დაფიქრდი: სინამდვილეში როგორი დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ.

2. ყოფითი საკითხები

ყველაზე უკეთესია გაარკვიოთ რეალურად რა შეუძლია... ამისთვის კი შეგიძლია მოაწყო მინი-დალაგება და შეხედო, რა სამუშაოს აიღებს საკუთარ თავზე შენი რჩეული. თუ ის მზად არის დაგეხმაროს და ადვილად შეუძლია სახლში რაიმეს გაკეთება, ესე იგი ის კარგი მეუღლე და მამა იქნება, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეს. თუ თვლის, რომ სახლში საქმე მხოლოდ ქალის მოვალეობაა, მაშინ ის პოტენციურ ცოლს უფასო დამლაგებელად აღიქვამს.

3. ქორწინებამდე

ჰკითხეთ თქვენს რჩეულს, ნამდვილად უნდა რომ ეს ურთიერთობა ოჯახურ კავშირში გადაიზარდოს, არის თუ არა მზად ამისთვის? - ეს ყველაფერი მშვიდად ჰკითხეთ, რათა არ იფიქროს, რომ თქვენ გეზარებათ. თუ მას სერიოზული განზრახვები აქვს, მარტივად აგიხსნით და დაგაჯერებთ არჩევანის სისწორეში. თუ სხვა თემაზე გადაიტანს საუბარს, მაშინ გამოდის რომ ქორწინება სხვა რაღაცისთვის სჭირდება.

4. ფინანსები

წყვილებში ეს თემა განსაკითრებულად თანაცხოვრების პერიოდში იჩენს თავს. ამაზე საუბარს ნამდვილად ვერ ასცდებით. ამიტომ შემდეგ გაურკვევლობა რომ არ იყო, ჯობია დაოჯახებამდე გაარკვიოთ როგორ უყურებთ ოჯახის ბიუჯეტს და ვინ რამდენ წილს შეიტანს მასში. სხვაგვარად, წინ მუდმივი ჩხუბი გელოდებათ და ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს წყვილის ურთიერთობაზე.

5. ინტიმური საკითხები

როდესაც ხანგრძლივად ხვდებით ერთმანეთს, ბუნებრივია სექსზე საუბარიც არ უნდა მოგერიდოთ - დაელაპარაკე ამის შესახებ. აუცილებლად გაუზიარეთ, რა მოგწონს სექსში და როგორ წარმოგიდგენიათ მომავლში თქვენი ინტიმური ცხოვრება. ადამიანი, რომელიც მომავალს თქვენთან ერთად ხედავს, თქვენ სურვილებს აუცილებლად გაითვალისწინებს.