ჯანმრთელობა

5 ფაქტი, კოსმეტიკურ საშუალებებზე ალერგიის შესახებ

5 ფაქტი, კოსმეტიკურ საშუალებებზე ალერგიის შესახებ

სილამაზე ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია, თავის მოვლისათვის კი უამრავ საშუალებას ვიყენებთ, თუმცა ზოგ შემთვევაში კოსმეტიკამ თუ სხვა პარფიუმერული პროდუქტის გამოყენებამ შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. TREND და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგი მადონა დევიძე, გთავაზობთ 5 მნიშვნელოვან ფაქტს კოსმეტიკურ საშუალებებსა და მისგან გამოწვეული ალერგიის შესახებ.

1. კოსმეტიკური საშეულებები შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:

სახის მაკიაჟი: თვალის მაკიაჟი, ტუჩის საცხი, ტონალური

ფრჩხილის მოვლის საშულებები: ლაქი და ლაქის მოსაცილებელი

კანის მოვლის საშუალებები: გამწმენდი, დამატენიანებელი

თმის მოვლის საშუალებები: შამპუნები, საღებავები

პირის ღრუს მოვლის საშუალბები: კბილის პასტა, სავლებები

დასაბანი საშულებები: საპონი, შხაპის გელი

გასაპარსი საშუალებები: საპარსი ქაფი /კრემი

სუნამოები: პარფიუმი, ტუალეტის წყალი

დეოდორანტები: დეოდორანტი, ანტიპერსმირანტი

მზისგან დამცავი საშუალებები


2010 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტს ერთჯერ მაინც ჰქონია ალერგიული რეაქცია კოსმეტიკაზე. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ საშუალოდ ქალბატონი იყენებს შვიდი სხვა და სხვა სახის კოსმეტიკურ საშუალებას ყოველდღიურად, არც ისე გასაკვირი ხდება ის ფაქტი, რომ ალერგიული რეაქციები მათზე ასე გავრცელებულია.

5 ფაქტი, კოსმეტიკურ საშუალებებზე ალერგიის შესახებ

 

2. კოსმეტიკური საშუალების მიერ გამოწვეული შესაძლო რეაქციის სახეობებია:

  •  გამაღიზიანებელი კონტაქტური დერმატიტი

დიდი რაოდენობით გამოყენებულ საპონს, შამპუნს ან კანის მოვლის სხვა საშუალებებს შეუძლიათ გამოწვიონ სიწითლე, წვისა და ქავილის შეგრძნება, განსაკუთრებით სხეულის დელიკატურ ადგილებში, სადაც კანი ბუნებრივად თხელია. ეს შეიძლება მოხდეს ამ საშუალებების გამოყენებიდან წუთებში და უფრო კანის გაღიზიანების ფორმაა, ვიდრე ალერგია და ის გავრცელებულია ისეთ ადამიანებში, ვისაც მგრძნობიარე კანი, ატოპიური დერმატიტი ან კანის სხვა დაავადებები აქვთ.

  • ალერგიული კონტაქტური დერმატიტი

იმუნური სისტემა, რომელიც განკუთვნილია ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისათვის, ზოგჯერ არასწორ სამიზნეს ირჩევს - ამ შემთხვევაში კოსმეტიკური საშუალებების ინგრედიენტს და მას როგორც “მტერს” ისე აღიქვამს. წესით იმისათვის, რომ განვითარდეს ალერგიული რეაქცია, ერთხელ მაინც უნდა გქონდეთ გამოყენებული ესა თუ ის პროდუქტი, უმეტესად კი რამდენჯერმე. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეიძლება გახდეთ ალერგიული იმ საშუალებების მიმართ, რომელთაც უპრობლემოდ იყენებდით აქამდე. თუ რა იწვევს ასეთ ცვლილებებს ეს გაურკვეველია, თუმცა თუკი ერთხელ განვითარდა ალერგიული რეაქცია ამა თუ იმ ინგრიდიენტზე, ის იმუნურ სისტემას ახსოვს როგორც მისთვის საზიანო აგენტი მთელი ცხოვრების მანძილზე. გამონაყარი, ქავილი, წვის შეგრძნება, შეშუპება ვითარდება ალერგენთან კონტაქტის შემდეგ 12 საათის განმავლობაში და პიკს აღწევს კოსმეტიკური საშუალების გამოყენებიდან 48 საათში.

  • კონტაქტური ურტიკარია

კონტაქტური ურტიკარიაც ალერგიული რეაქციის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ვლინდება ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარით კოსმეტიკური საშუალების გამოყენების ადგილზე. ვითარდება რამოდენიმე წუთიდან 1 საათის მანძილზე კოსმეტიკის კანზე დატანიდან და როგორც წესი გადის თავისით 24 საათის განმავლობაში.

  • ანაფილაქსია

ანაფილაქსია არის ალერგიული რეაქციის ყველაზე საშიში ფორმა. ის წარმოდეგენილია ისეთი სიმპტომების კომპლექსით, როგორებიცაა: ბქონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ღებინება, დიარეა, წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური რეაქცია კოსმეტიკურ საშუელებებზე ძალზედ იშვიათია, თუმცა დაფიქსირებულია ანაფილაქსიით გამოწვეული სიკვილის შემთვევები პერმანენტული თმის საღებავის გამო.

  • ფოტოკონტაქტური დერმატიტი

ეს დერმატიტის ფორმაა, რომელიც გამოწვეულია კოსმეტიკური საშუალების რომელიმე ინგრიდიენტისა და მზის თანამოქმედების გამო.ერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კოსმეტიკურ საშულებებზე რეაქციის სხვა და სხვა გამოვლინება.


5 ფაქტი, კოსმეტიკურ საშუალებებზე ალერგიის შესახებ



3. კოსმეტიკური საშუელებების ინგრიდეიენტები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს არიან:

  •  პარფიუმი

გამოიყენება ამა თუ იმ კოსმეტიკური საშუალებებისათვის სასიამოვნო სურნელის მისაცემად. ხანდახან გამოიყენება სხვა ქიმიური ნივთიერებების სუნის გადასაფარად. არსებობს მრავალი სხვა და სხვა პარფიუმი და თუკი ისინი გამოყენებულია კოსმეტიკურ საშუალებაში, ეს როგორც წესი, დატანილია მისი ეტიკეტირების შემადგენლობაში.თუკი თქვენ გაქვთ ალერგია ამ ინგრიდიენტზე, გამოიყენეთ კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა ეტიკეტზე მითითებულია, რომ იგი არ შეიცავს “პარფიუმს”.

  • კონსერვანტები

გამოიყენება კოსმეტიკური საშუალებების შესანახად და მათი ბაქტერიებითა და სოკოს სპორებით დაბინძურების წინაამღდეგ. გავრცელებული კონსერვანტებია: პარაბენები, ფორმალდეჰიდი, იზოთიაზოლინონი, კვატერნიუმი-15 და სხვ.

  • პარაფენილენ დიამინის (PPD) შემცველი საღებავები

გამოიყენება პერმანენტულ საღებავებში: თმის საღებავები, მუქი ფერის კოსმეტიკა, საღებავები ტატუირებისათვის და სხვ. და ოდორატორებისა და კონსერვანტების შემდეგ ყველაზე ხშირი ინგრიდიენტია კოსმეტიკური საშუელებების, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

5 ფაქტი, კოსმეტიკურ საშუალებებზე ალერგიის შესახებ



4. როგორ დავადგინოთ ალერგია კოსმეტიკაზე?

ალერგია კოსმეტიკაზე დგინდება აპლიკაციური ტესტების საშუალებით. ტესტირება, როგორც წესი, საჭიროა ჩატარდეს ბევრ ნივთიერებაზე, ვინაიდან ერთი კოსმეტიკური პროდუქტი შედგება მრავალი სხვა და სხვა ინგრიდიენტებისაგან. ხანდახან ტესტირება ტარდება თავად “საეჭვო” კოსმეტიკური საშუალების აპლიკაციით (დაკვრით) კანზე და პასუხის შეფასებით 48-72 საათში ალერგოლოგის მიერ.

5 ფაქტი, კოსმეტიკურ საშუალებებზე ალერგიის შესახებ


5. როგორ ავარიდოთ თავი ალერგიას კოსმეტიკურ საშუალებებზე?

  •  თუკი თქვენ გაქვთ ალერგია კოსმეტიკაზე, დაცვის საუკეთესო გზაა თავი აარიდოთ იმ ინგრიდიენტის შემცველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, რომელიც თქვენთვის ალერგიულია. ამიტომ კარგად წაიკითხეთ ინგრიდიენტების ჩამონათვალი ეტიკეტზე.

  •  როდესაც იყენებთ თქვენთვის ახალ პროდუქტს, დაიტანეთ იგი მცირე რაოდენობით მაჯაზე და დატოვეთ, ყველაზე ცოტა, 24 საათის მანძილზე, რათა შეამოწმოთ არის თუ არა ის ალერგიული თქვენთვის

  •  აირჩიეთ კოსმეტიკა, რომელიც არ შეიცავს ინგრიდეინტების ფარდო სიას

  • დაიტანეთ სუნამოები ტანსაცმელზე და არა პირდაპირ კანზე

  • შეეცადეთ აირჩიოთ ჰიპოლერგიული, ოდორატორებისაგან თავისუფალი საშუალებები, თუმცა წარწერები “ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ”, “არა-გამაღიზიანებელი” , “ნატურალური” და სხვ. არ არის იმის გარანტი, რომ ესა თუ ის კოსმეტიკური საშუალება უსაფრთხო იქნება თვენთვის.



    მის: 2/6 ლუბლიანას ქუჩა, თბილისი

    ტელ: 0322 52 05 33

    FB: https://www.facebook.com/allergycentergeorgia/