სილამაზის და ბედნიერების 8 წესი დაიან ვონ ფურსტენბერგისგან, რომელიც 30 წლის ასაკში ყველა ქალმა უნდა იცოდეს
- 12.02.2018
ბელგიელი დიზაინერი დაიან ვონ ფურსტენბერგი გვიზიარებს სილამაზის მთავარ 8 წესს, რომლებიც 30 წლის ქალებმა უნდა იცოდეთ:
1. დაგეგმეთ ცხოვრების ახალი დეკადა - ნაცვლად იმისა, რომ დაგეგმოთ, რას გააკეთებთ ახალი წლიდან, დაგეგმეთ ის, თუ რას გააკეთებთ მომდევნო 10 წელიწადში. ეს არის დრო, როცა უნდა დაივიწყოთ ცუდი ჩვევები და ისინი კარგი და სასარგებლო ჩვევებით ჩაანაცვლოთ. თავი დაანებეთ მოწევას, უარი თქვით შაქარზე, ან შეამცირეთ მისი მოხმარება. თუ 30 წლის ასაკის შემდეგაც არ შეეშვებით ცუდ ჩვევებს, მათგან გამოწვეულ მძიმე შედეგებთან ბრძოლა გაგიჭირდებათ. სწორედ ახლა არის დროს, რომ საუძველი ჩაუყაროთ სამომავლო ცხოვრებას.
2. აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი - მოერიდეთ მზის სხივებს, დაიცავით კანი მისი მავნე ზემოქმედებისგან და ყოველ ჯერზე, როცა მზის სხივებს მიეფიცხებით, გაიხსენეთ, რომ ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს.
3. მიეცით თმას თავისუფლება - ყველას სხვადასხვაგვარი თმა აქვს, განსხვავებული ხარისხის. ეცადეთ, მაქსიმალურად დიდხანს შეუნარჩუნოთ თმას ჯანსაღი იერი. თავი აარიდეთ თმისშეღებვას, დახვევას, ან გასწორებას. უბრალოდ გაუშვით ის ისე, როგორც არის და გამოიყენეთ თმის მოვლის ხარისხიანი საშუალებები.
4. კოსმეტიკური საშუალებები მოიხმარეთ ისე, როგორც თავად გსურთ, თუმცა ის აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს - 30 წელი არის ის ასაკი, როცა უკვე ქალი ხართ. იყავით ის ქალი, როგორიც გინდოდათ რომ ყოფილიყავი. თუ გიყვართ მაკიაჟი, ატარეთ ის და წაისვით იმდენი, რამდენიც გინდათ. თუ არ მოგწონთ ის, არ გაიკეთოთ. მოიშორეთ ფიქრი იმაზე, რომ მაკიაჟით საკუთარ თავს არ ჰგავხართ. შეგიძლიათ მიმართოთ ექსპერიმენტებსაც. ეს აბსოლუტურად თვენი გადასაწყვეტია.
5. წადით სამოგზაუროდ მარტო - ეს ძალიან სასიამოვნოა. ისიამოვნეთ ცხოვრებით, ისიამოვნეთ საკუთარი თავით.
6. აუცილებლად უნდა გქონდეთ დღიური - ეს შეიძლება იყოს ვიზუალური დღიური, მაგალითად „ინსტაგრამი“, სადაც ფოტოებს და ვიდეოებს დადებთ თქვენი ყოველდღიურობის შესახებ, ან შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ცხოვრების შესახებ. იმიტომ, რომ როცა უკან მოიხედავთ და თქვენს ფოტოებს ნახავთ, ან ჩანაწერებს წაიკითხავთ, ეს ძალიან გაგაბედნიერებთ.
7. იკვებეთ ჯანსაღად -„ეს მარტივია, ადამიანი გამოიყურება ისე, თავსგრძნობს ისე, როგორც იკვებება. მიირთვით დილით ხილი, მიირთვით დიდი რაოდენობით ბოსტნეული, თავი აარიდეთ შაქარს და პურს. ეს არ ნიშნავს, რომ სრულყოფილები იქნებით, მაგრამ ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ.
8. ისწავლეთ, როგორ ჩაიცვათ, უნდა გქონდეთ საკუთარი სტილი - ნებისმიერ შემთხვევაში, როცა 30 წლის ხართ, თქვენ უკეთ იცით, რა არის თქვენთვის კარგი. სხვების მიმბაძველობით ნუ ჩაიცვამთ, ჩაიცვით თქვენი სტილის სამოსი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ და რომელიც გიხდებათ.
თემები: სტილი, მოდა, ტრენდი, რჩევები, დიზაინერი
<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია