15 რამ, რაც სამსახურის შემდეგ უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერები იყოთ
- 16.02.2018
როგორც წესი, ადამიანები სამსახურის შემდეგ სახლში მიდიან და მათი ძირითადი საქმიანობა ტელევიზორის ყურებაა. ასეთ დროს გგონიათ, რომ ისვენებთ, მაგრამ სინამდვილეში, ტელევიზორის ყურება კიდევ უფრო მეტად გსტრესავთ, თავს გატკიებთ და დაღლილობას გმატებთ.
გთავაზობთ 15 აქტივობას, რომლებიც სამსახურის შემდეგ განტვირთვაში დაგეხმარებათ:
1. კითხვა - ეს ნამდვილად დადებითად მოქმედებს. აბსოლუტურად სხვა სამყაროში ინაცვლებთ და გავიწყდებათ ის სტრესი, რომელიც სამსახურს ახლავს თან.
2. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას - დახუჭეთ თვალები და დაისვენეთ.
3. დაურეკეთ მეგობარს - განსაკუთრებით მას, ვისთანაც დიდი ხანია არ გისაუბრიათ.
4. ან შეხვდით ვინმეს - ძალიან კარგია,როცა სამსახურის შემდეგ ვინმესთან ერთად გასართობად მიდხართ. ეს საუკეთესო თერაპიაა.
5. დაწერეთ - დაიწყეთ ბლოგის წერა, არ იდარდოთ არაფერზე, უბრალოდ დაწერეთ ის, რასაც ფიქრობთ. წარმოუდგენლად დიდ თავისუფლებას იგრძნობთ წერის შემდეგ.
6. მოამზადეთ საჭმელი - ან გამოაცხვეთ რაიმე. მოძებნეთ ახალი რეცეპტრი და სცადეთ, მოამზადოთ. ნახავთ, რომ ეს დაგეხმარებათ ბედნიერების შეგრძნების გამძაფრებაში.
7. დაკავდით მედიტაციით - მედიტაციას არ სჭირდება დიდი დრო. შეგიძლიათ 10-დან 30 წუთამდე იჯდეთ მშვიდად, საკუთარ ოთახში, დახუჭოთ თვალები და განიტვირთოთ.
8. დაალაგეთ სახლი - გასარეცხი თეფშები დაგიგროვდათ? იატაკი უკვე ერთი თვეა არ მოგიწმენდიათ? სარეცხი გაქვთ? მაცივარიც მოუწესრიგებელია? გამოიყენეთ დრო სახლის მოსაწესრიგებლად. დალაგებულ სახლში თავს უფრო კარგად იგრძნობთ.
9. ივარჯიშეთ - არ არის აუცილებელი მხოლოდ დილით ივარჯიშოთ. ვარჯიშით შეგიძლიათ საღამოსაც დაკავდეთ. ნახეთ რაიმე ვიდეო „იუთუბზე“, სადაც სწორად ვარჯიშს გასწავლიან, ჩართეთ მუსიკა და საქმეს შეუდექით.
10. წადით სასეირნოდ - თუ ვარჯიში თქვენი სტილი არ არის, ჩაანაცვლეთ ის სეირნობით.ამ დროს შეგიძლია“ მოუსმინოთ მუსიკას, ან წახვიდეთ სასეირნოდ მეგობართან ერთად და მას ესაუბროთ.
11. დაკავდით ისეთი საქმით, რაც ხელოვნებას უკავშირდება - შეგიძლიათ მოქსოვით, ან დახატოთ.
12. ეთამაშეთ ცხოველებს - თუ სახლში გყავთ კატა, ან ძაღლი, გაუნაწილეთ მათ სითბო და სიყვარული.
13. გაანებივრეთ საკუთარი თავი - გაიკეთეთ სახეზე ნიღაბი, მიიღეთ აბაზანა, წაისვით ფჩხილებზე ლაქი, იზრუნეთ საკუთარ თავზე.
14. გააკეთეთ რაიმე გონების სავარჯიშო - შეავსეთ კროსვორდი, ან ითამაშეთ რაიმე ისეთი, რაც გონებას გაავარჯიშებს.
15. გააკეთეთ სია - გამონახეთ დრო და დაგეგმეთ მომდევნო დღე, ან მომდევნო კვირა. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და დაუწესეთ საკუთარ თავს გარკვეული ვადა.
თემები: რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.businessinsider.com/">http://www.businessinsider.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია