ამიერიდან შავი თეთრია! გჯერათ?
შვეიცარიულმა, პირის ღრუს მოვლის ერთ-ერთმა საუკეთესო ბრენდმა, Curaprox-მა მსოფლიო ბაზარზე ახალი მათეთრებელი კბილის პასტა გამოუშვა. კბილის პასტა ნახშირის შემადგენლობაზეა დაფუძნებული და შესანიშნავად ათეთრებს კბილებს.
კბილის პასტა შავი ფერისაა, რომელიც ლურჯ ნაწილაკებს შეიცავს. იმ შემთხვევაში თუ მას თავის ჯაგრისთან ერთად არ შეიძენთ, რომელიც ძალიან რბილია, რეკომენდირებულია საშუალო სიძლიერის ჯაგრისის გამოყენება. კბილის პასტის სხვა პასტებთან ერთად მოხმარებაც შესაძლებელია. არ არის უხეში და კარგად ქაფდება. აქვს მსუბუქი პიტნის არომატი.
ქართველი მომხმარებელი ამ კბილის პასტის შეძენას უახლოეს პერიოდში შეძლებს.
Curaprox-ი უკვე საქართველოშია!
რატომ CURAPROX ?
სანამ სხვა კბილის მათეთრებელი საშუალებები აუფერულებენ კბილებს და ზრდიან მათ მგრძნობელობას, Curaprox-ის შავი მათეთრებელი პასტა, ნახშირის შემცველობის წყალობით ზედაპირზევე შთანთქავს ყავის, ჩაისა და სხვადასხვა ლაქებს. სულ მცირე ერთი კვირის მანძილზე იგი აშორებს ყველანაირ ლაქას კბილს, ხოლო ლურჯი ფერის ნაწილაკები, რომლებიც მინერალების შემცველია, ნაზად წმენს და ათეთრებს მათ. კბილები გაცილებით თეთრი და კაშკაშა ხდება პირველივე გამოყენების შემდეგ.
შემადგენლობა: გააქტიურებული ნახშირი (აშორებს ლაქებს); მინერალები და კრისტალები; ტიტანის დიოქსიდი; კალის ოქსიდი (სითეთრეს ანიჭებს კბილებს); ეთილის კარბოქსამიდი (აუმჯობესებს სუნთქვას).
თემები: შავი, კბილის პასტა, კურაპროქსი, თეთრი