საუზმისას თუ ნაყინს მიირთმევთ, უფრო ჭკვიანი იქნებით - ახალი კვლევის შედეგი
- 17.02.2018
ახალი კვლევის თანახმად, თუ საუზმის დროს ნაყინს შეჭამთ, უფრო ჭკვიანი გახდებით. დიახ, არ გეჩვენებათ, ნამდვილად ნაყინზე ვსაუბრობთ.
კვლევა იაპონიაში ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ კვლევაში ჩართულ ადამიანებს, რომლებიც ყოველ დილით, საუზმის დროს ნაყინს მიირთმევდნენ, უკეთესი რეაქციები ჰქონდათ სვხადასხვა მოვლენებზე, უფრო სხარტები იყვნენ, უკეთ შეეძლოთ დროის კონტროლი, ჰქონდათ უნარი ინფორმაციის უფრო ეფექტურად გადაცემის, ასევე, მიღების და დამუშავების.
კვლევა კიორინის უნივერსიტეტის პროფესორმა იოშიკო კოგამ გამოაქვეყნა.
კვლევის დასკვნაში ნათქვამია, რომ გაღვიძების დროს ნაყინის მირთმევით უფრო სწრაფად და მარტივად ვფხიზლდებით და ასევე იზრდება გონების სხარტად და მოქნილად მუშაობის შესაძლებლობა.
მკვლევარები ასევე წერენ, რომ ნაყინი ადამიანს ეხმარება შეინარჩუნოს ფსიქოლოგიური მდგრადობა და უფრო მეტიც, ნერვული აშლილობის დროს მას ადამიანის დამამშვიდებლის ფუნქციაც აქვს.
ასე, რომ თუ ნაყინი ძალიან გიყვართ და ოჯახის რომელიმე წევრი შეშფოთებულია ამის გამო, შეგიძლიათ ეს სტატია წააკითხოთ.
თემები: სწორი კვება, რჩევები, სასარგებლო, ნაყინი