მომხიბვლელობის 10 საიდუმლო - როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ თქვენს მიმართ ყველას ნდობა გაუჩინოთ
- 18.02.2018
ნამდვილი სილამაზე გარეგნულ მახასიათებლებთან არ არის დაკავშირებული. იმას, თუ როგორ აღგვიქვამენ ადამიანები, არა გარეგნობა, არამედ ჩვევები და პიროვნული თვისებები განაპირობებენ.
FBI-ის ყოფილი აგენტი, ჯეკ შეფერი თავის წიგნში აყალიბებს მომხიბვლელობის ფორმულას, რომელიც დაგეხმარებათ ადამიანების მოხიბვლაში.
გთავაზობთ წიგნიდან მომხიბვლელობის 10 მთავარ საიდუმლოს:
10. თავის მოძრაობა - შეგინიშნავთ, რომ ქალი თავს უფრო ხშირად ხრის გვერდზე, ვიდრე მამაკაცი? ამ მეთოდს მამაკაცები იყენებენ საქმის კეთების დროს, შეხვედრების დროს, რათა სხვები თავიანთ უპირატესობაში დაარწმუნონ. არაფორმალური კომუნიკაციის დროს, თავის გვერდზე გადახრა სანდოობის მანიშნებელია და ადამიანს ის უფრო მომხიბვლელსა და მიმზიდველს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს თავი ოდნავ დახრილი გქონდეთ, სხვა შემთხვევაში, ქედმაღლური იერი გექნებათ.
9. განივითარეთ სახის მიმიკები, ათამაშეთ წარბები - წარბის თამაშს (არ იგულისხმება წარბის აწევა) შეუძლია სასიამოვნო სიტუაცია შექმნას მოსაუბრეებს შორის. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს თანამოსაუბრეს თვალებში დიდხანს არ უნდა მიაშტერდეთ.
8. ისწავლეთ თვალებით ღიმილი - ღიმლის დროს ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა. რა თქმა უნდა, ყველას გვსურს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, რომლებიც გვიღიმიან, მაგრამ არ არის აუცილებელი ღიმილის დროს ყველა კბილი გამოვაჩინოთ, მით უფრო მაშინ, თუ ადამიანი ახალი გაცნობილი გვყავს. ისწავლეთ თვალებით ღიმილი. ასე ძალიან სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ. გაითვალისწინეთ, რომ თვალებით ღიმილის დროს ცივი მზერა უნდ ამოიშოროთ.
7. დაივიწყეთ ფრაზა „არაფერია, მერე რა რომ დაგეხმარე“, - ამის ნაცვლად სჯობს უთხრათ - „მერე რა, ჩემს ადგილას რომ იყო, შენც ასე მოიქცეოდი“. როცა ადამიანს დახმარება სჭირდება, შეგიძლიათ, რჩევა მისცეთ, დაეხმაროთ თვითშეფასების ხარისხის გაზრდაში, უთხრათ, რომ ამ საქმის გაკეთებას თავადაც შეძლებს. ამის შემდეგ თქვენ მისთვის იდეალური იქნებით.
6. ესაუბრეთ ჩურჩულით და არ განუმარტოთ თქვენი ამგვარად ქცევის მიზეზი - საუბრის დროს უხერხულად ნუ გაჩუმდებით და უხერხულ პაუზებს ნუ გააკეთებთ. უნდა შექმნათ სასიამოვნო ატმოსფერო როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი თანამოსაუბრისთვის. ჩურჩულით საუბარი უფრო ინტიმურ გარემოს ქმნის. თქვენი თანამოსაუბრე ინსტინქტურად ამ დროს უფრო ყურადღებით მოგისმენთ. საუბრის დროს სავარძელში არ გადაწვეთ და არც ხმამაღლა ილაპარაკოთ.
5. მიეცით ადამიანებს საშუალება საკუთარი თავი შეიქონ და საკუთარ თავზე დადებით კონტექსტში ისაუბრონ - პირველ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანის ემოცია დაკავშირებულია კომპლიმენტთან, რომელსაც სხვისგან ისმენს , ხოლო მეორე ემოცია მაშინ აქვს, როცა საკუთარ თავზე საუბრობს. ჰკითხეთ - „ამ საქმის გაკეთება მართლა შენით შეგიძლია?“, „ამას როგორ ახერხებ?“ - მსგავსი კითხვების შემდეგ ადამიანი იწყებს საკუთარ თავზე საუბარს.
4. დაუშვით შეცდომა თქვენი ოპონენტის წინაშე - დაუშვით საუბრის დროს რაიმე შეცდომა მიზანმიმართულად და მიეცით მას საშუალება რომ გაგისწოროთ ის. თქვენი თანამოსაუბრე ამ დროს უფრო მეტ თავდაჯერებულობას იგრძნობს და ერთმანეთს უფრო დაუახლოვდებით.
3. თუ საუბრის დროს მაგიდასთან სხედხართ, ყურადღება მიაქციეთ როგორც საკუთარ, ასევე თანამოსაუბრის ქმედებებს - მნიშვნელოვანი ინფორმაციების 70 %-ს ადამიანები ერთმანეთს გადავცემთ ჭამის დროს. თუ თანამოსაუბრე ხელში საუბრის დროს ფინჯანს იღებს, ეს მიუთითებს, რომ მას სურს, თქვენს შორის მანძილი გაიზარდოს. ფინჯანის როლი შეიძლება სხვა რამემ შეითავსოს, რაც იმ მომენტში მაგიდაზე იქნება.
2. დააკვირდით თანამოსაუბრის ტუჩებს და ისწავლეთ თვალებით კონტაქტი - ადამიანები ტუჩებს ხელით ეხებიან მაშინ, როცა დისკომფორტს განიცდიან, რაიმის რცხვენიათ. ეს ხდება მაშინ, როცა თანამოსაუბრეს მისთვის უსიამოვნო შეკითხვას დაუსვამთ. დააკვირდით მის მანერას და მაშინვე გამოასწორეთ თქვენი ქცევა. ისწავლეთ, როგორ გადასცეთ სიგნალები სწორად. ამაში კი, თვალები დაგეხმარებათ. ისწავლეთ თვალებით კონტაქტი. თვალების საშუალებით ადამიანის სახეზე ყველაფრის წაკითხვაა შესაძლებელი.
1. თუ ერთად არც ისე სასიამოვნოდ გრძნობთ თავს, პრობლემის მოგვარებაში ფილმის ყურება დაგეხმარებათ - ფილმის დაწყებიდან პირველი ხუთი წუთი ისე იქნებით, როგორც პირველ ფოტოზეა აღბეჭდილი, ხოლო ორი საათის შემდეგ დიდი ალბათობით თქვენს შორის არანაირი მანძილი აღარ იქნება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ფილმების ერთად ნახვა ადამიანებს უფრო აახლოვებთ.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია