სილამაზე

Sauvage-ის ახალი ვერსია და „ცუდი ბიჭების“ მოძრაობა

Sauvage-ის ახალი ვერსია და „ცუდი ბიჭების“ მოძრაობა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ვულე ვუს“ ვიტრინებს ქართველი ქალების საყვარელი მსახიობის — ჯონი დეპის პოსტერები ამშვენებს, რაც Dior-ის ახალი არომატის — Sauvage-ის განახლებული ვერსიის გამოსვლას აღნიშნავს. Sauvage ქართულად „ველურს“ ნიშნავს და სუნამოც მამაკაცის ველური მხარეების აღმოჩენას ემსახურება: Dior-ის განახლებული ბესთსელერის პერსონაჟი — ბინდში მონადირე, მისტიკური, თავისუფლების მაძიებელი მამაკაცი სწორედ ლეგენდარულმა ჯონი დეპმა განასახიერა.

Dior-ის მოდის სახლმა Sauvage-ის კონცეფცია დოკუმენტური ფილმების 4 ეპიზოდში გაშალა, სახელად TALES OF THE WILD BY SAUVAGE (ველური მამაკაცების ისტორიები Sauvage-ისგან):

რეჟისორებმა — კლემონ ბუვემ და არტურ დე კერსიუზონმა (Clément Beauvais, Arthur de Kersauson) 4 მამაკაცის უცნაური მოგზაურობის შესახებ გვიამბეს: ჰარისონ როუჩი, ჯეიკობ ვონ პლესენი, არტურ ვან დერ პუტენი და ეთან პრინგლი ყველასათვის სასურველი, ნამდვილი მამაკაცების პერსონაჟებს განსახიერებენ, რომლებიც ველური სულის ფილოსოფიით შთაგონებით, თავისუფლების ძიებისას საკუთარი ცხოვრების კურსს რადიკალურად ცვლიან და სიმშვიდეს ბუნებასთან სიახლოვეში ჰპოვებენ. სერიებს Solace, Gaucho, Aizkolari და El Capitan ჰქვია და მათი ნახვა Dior-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლია.

Sauvage-ის ახალი ვერსია და „ცუდი ბიჭების“ მოძრაობა

Sauvage-ი თანამედროვე მამაკაცს საშუალებას აძლევს, რუტინულ რეალობას თუნდაც ცოტა ხნით მოწყდეს და საკუთარი პიროვნების ბნელი, ველური მხარეები გამოავლინოს. Sauvage-ის წინამორბედი არომატი EAU Sauvage Dior-ის მოდის სახლმა 1996 წელს გამოუშვა, თუმცა ახალი ვერსიის შთაგონება სულ სხვა ემოციებია: ველური, ტრიალი მინდვრები და უდაბნოები, ლურჯი ცა, რომელიც კლდოვან მთებს ფარავს და უდაბნოს მცხუნვარე მზე.

Sauvage-ის ახალი ვერსია და „ცუდი ბიჭების“ მოძრაობა

სუნამოს შემქმნელი Dior-ის მოდის სახლის პარფიუმერი ფრანსუა დემაშია: „არომატის შექმნისას ნაბიჯ-ნაბიჯ მისი წინამორბედის რეკონსტრუქციას ვცდილობდი, ამავდროულად ყოველ ნოტს სიღრმეს და ახალ ნიუანსებს ვამატებდი“, — განაცხადა მან.

Sauvage-ის ახალი ვერსია და „ცუდი ბიჭების“ მოძრაობა

Sauvage-ის არომატი მწარე, აღმოსავლური სურნელების ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც ვარდისფერი წიწაკითა და მუსკატის კაკლით გაზავებული კალაბრიული ბერგამოტის ექსტრაქტებითაა მიღებული. სუნამოს ძირითადი აკორდებია: წიწაკა, ამბროქსანი, ციტრუსი და მუშკი.