რა არის ბედნიერება ცნობილი ადამიანების აზრით? – 21 პასუხი მარადიულ კითხვაზე
- 19.02.2018
1. კიმ კარდაშიანი - ბედნიერება ჩემი ოჯახია. მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება. როცა ოჯახთან ერთად ხარ, ყველაფერი კარგადაა.
2. ბო დერეკი - ვინ თქვა, რომ ფულს არ შეუძლია ბედნიერების ყიდვა. უფულოდ ხომ შოპინგი შეუძლებელია?!
3. ირის აპფელი - ზოგჯერ ადამიანი თავს არაკომფორტულად და უბედურად გრძნობს, რადგანაც ესა თუ ის სამოსი მხოლოდ იმიტომ აცვია, რომ ის მოდაშია. გირჩევთ, რომ სჯობს იყოთ ბედნიერი, ვიდრე კარგად ჩაცმული.
4. მარკ ჯეიკობსი - სილამაზეს და ბედნიერებას ყოველთვის ვპოულობ იმ საგნებში, რომლებიც ნაკლოვანი, დეფექტურია - ეს უფრო საინტერესოა.
5. კარა დელევინი - არ იდარდო, იყავი ბედნიერი. მიენდე იღბალს, იცხოვრე.
6. კარლი კლოსი - ბედნიერება არის თბილი საჭმელი.
7. ბრუკ შილდსი - ერთი წუთითაც ნუ იქნებით უბედური. როცა ერთი ფანჯარა იკეტება, მეორესკენ გაიქეცით, ან კარი შეამტვრიეთ.
8. კრისტი ტარლინგტონი - ბედნიერებაა დედობა, ბედნიერებაა, რომ ვარ მეუღლე, მაგრამ არის სხვა რაღაცებიც, რისი გაკეთებაც მაინტერესებს და მიყვარს. კარგი იქნებოდა, ყველაფერში საუკეთესო შესაძლებლობების გამოვლენა რომ შემეძლოს.
9. ჯეი ზი - გარშემო უამრავი ადამიანია, უამრავი ფულით, რომლებიც ბედნიერები არ არიან იმიტომ, რომ ისინი თავიანთი ფულის პატიმრები არიან, ან იმიტომ, რომ იმდენად არიან ფულის მოპოვებით დაკავებულები, რომ ბედნიერებისთვის დრო აღარ რჩებათ.
10. პოლ მაკარტნი - ბედნიერებას მანიჭებს მოგზაურობებისგან და კონცერტებისგან თავისუფალი შაბათ-კვირა და ამ დროის ჩემს ოჯახთან ერთად გატარება.
11. ბეტი დეივისი - მე ვიპოვე ბედნიერების დაკარგვის გზა. ბედნიერებას კარგავ მაშინ, როცა რაიმეს სხვა საქმის გაფუჭების ხარჯზე აკეთებ, როცა რაიმეს შენთვის ძვირფასის დაკარგვის ხარჯზე აღწევ.
12. ტეილორ სვიფტი - სიმართლე ის არის, რომ ბედნიერება მუდმივი არაა. შენ უნდა იბრძოლო ბედნიერი მომენტებისთვის.
13. სინდი კროუფორდი - იყო ბედნიერი - ეს ყველაზე დიდი საიდუმლოა, რისი დაფარვაც შეუძლებელია, რადგანაც ბედნიერება ყველაზე კარგად აღიბეჭდება შენს სახეზე.
14. ჟიზელ ბიუნდჰენი - თუ ბედნიერი ხარ, გასცემ კიდეც ბედნიერებას. თუ არ გიყვარს საკუთარი თავი და საკუთარი თავის გამო უბედური ხარ, ვერაფრის გაცემას ვერ შეძლებ, გარდა ნეგატივისა.
15. კეიტ მოსი - ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვარ ჩემს ქვეყანაში, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ჩემს ძაღლთან ერთად.
16. ბიონსე - ბედნიერება შენგან მოდის. სხვა ვერ გაქცევს ბედნიერად. შენ თავად უნდა იყო ბედნიერი.
17. ჯენიფერ ლოურენსი - ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი განსაკუთრებული შტრიხებით და მახასიათებლებით დავიბადეთ და მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ისინი და ვიყოთ ბედნიერები.
18. ქეით ბლანშეტი - ბედნიერება მალე ქრება და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებისგან ვისწავლე.
19. ჯონი დეპი - ფულით ვერ იყიდი ბედნიერებას. მაგრამ მისი საშუალებით იყიდი დიდ იახტას და გაცურავ ბედნიერებისკენ.
20. დრიუ ბერიბორი - ბედნიერება საუკეთესო მაკიაჟია. ღიმილი ნებისმიერ ტუჩსაცხზე მეტად უხდება ადამიანის სახეს.
21. კენიე უესტი - მე არ ვეთანხმები ზოგად იდეებს ბედნიერების შესახებ. ყველა ადამიანს ბედნიერების შესახებ სხვადასხვა სტანდარტი და მოსაზრება აქვს.
თემები: სიყვარული, ფსიქოლოგია, ოჯახი, ბედნიერება, წყვილი
<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია