სილამაზე

4 საშუალება ცელულიტის საწინააღმდეგოდ, რომლებიც რეალურად მუშაობს

4 საშუალება ცელულიტის საწინააღმდეგოდ, რომლებიც რეალურად მუშაობს

ხშირად გვესმის, რომ ცელულიტი გარდაუვალია, მასთან ბრძოლა უაზრობა, ხოლო ყველა საშუალება კი უსარგებლო... ბევრმა ქალმა დაიჯერა, რომ მართლაც არ არსებობს არანაირი საშუალება „ფორთოხლის ქერქთან“ საბრძოლველად. წარმოგიდგენთ საშუალებებს, რომელიც ნამდვილად ამარცხებს ცელულიტს.

მაშ ასე, აი ინგრედიენტების კვარტეტი, რომლებიც ნამდვილად მუშაობს:

· კოფეინი

· რეტინოლი

· ამინოფილინი

· ლამინარია

თუ კრემში ან ლოსიონში არ არის თუნდაც სამი ამ ინგრედიენტიდან, მაშინ არ შეიძინოთ.

კოფეინი

4 საშუალება ცელულიტის საწინააღმდეგოდ, რომლებიც რეალურად მუშაობს

კოფეინი ებრძვის ცელულიტს შარდმდენი თვისებების დამსახურებით. კოფეინი - ალკალოიდია, რომელიც ასტიმულირებს ცხიმის დაშლას, ზრდის სისხლის მიმოქცევას ცხიმოვან ქსოვილში და განდევნის იქედან ზედმეტ სითხეს.

მინუსი: კოფეინს არ გააჩნია დაგროვებითი ეფექტი, ამიტომ როგორც კი შეწყვეტთ კრემის ან გელის გამოყენებას, ცელულიტი ისევ დაბრუნდება.

რეტინოლი

4 საშუალება ცელულიტის საწინააღმდეგოდ, რომლებიც რეალურად მუშაობს

რეტინოლი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინგრედიენტს, რომელიც ზრდის კანის სიმკვრივეს. რეტინოლი აუმჯობესებს კოლაგენის წარმოებას ორგანიზმში.

ამინოფილინი

4 საშუალება ცელულიტის საწინააღმდეგოდ, რომლებიც რეალურად მუშაობს

ამინოფილინი - სამკურნალო პრეპარატია, რომელიც უფრო ცნობილია როგორც ასთმის საწინააღმდეგო ინჰალატორებისა და ბრონქების გასაფართოებელი საშუალებების შემადგენელი. მას პაციენტებს ბრონქიტის დროს უნიშნავენ. ხსნის სპაზმს, მაგრამ ამავე დროს მას გააჩნია შესანიშნავი უნარი დაშალოს დაგროვილი ცხიმი. გარდა ამისა ის ასევე წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.

ლამინარია

4 საშუალება ცელულიტის საწინააღმდეგოდ, რომლებიც რეალურად მუშაობს

ლამინარია - ეს წყალმცენარეების სახეობაა, რომელიც კლდეებზე ჩრდილოამერიკული სანაპიროს ცივ წყლებში იზრდება. უკვე დიდიხანია ამ წყალმცენარის ექსტრაქტი ფარისებრი ჯირკვლის სტიმულირების სახით გამოიყენება. ცელულიტთან ბრძოლაში ლამინარიას გააჩნია კოფეინის მსგავსი ფუნქცია: გამოდევნის ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან და ჭიმავს კანს.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>