ყველა მოდურ გოგონას თავისი შეხედულება აქვს იმაზე, თუ როგორია ნიუ-იორკელი ქალის სტილი. ბევრის ცნობიერებაში ნიუ-იორკული სტილი პოპულარული სერიალის, „ჭორიკანას“ გმირების სტილს უკავშირდება. ნიუ-იორკი, ეს არის ქალაქი, სადაც ყველა ცდილობს გამორჩეულად და შეუდარებლად ეცვას.
გთავაზობთ სტილის მთავარ წესებს - როგორ უნდა ჩაიცვათ ნიუ-იორკელივით:
1. ტყავის ქურთუკი წელიწადის ნებისმიერ დროს - ეს არის სამოსი, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან. თქვენს გარდერობში მას განსაკუთრებული ადგილი უნდა ეკავოს.
2. უპირატესობა მიანიჭეთ შავ სამოსს - სხვადასხვა დროს განსხვავებული ფერის სამოსი შეიძლება იყოს მოდური, მაგრამ შავი არის ის ფერი, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან. ნიუ-იორკის მკვიდრთა სტილის საიდუმლო სწორედ ეს ფერია. ასეთი ფერის სამოსში ყოველთვის ელეგანტური და მოდური იქნებით.
3. ფეხსაცმელი - ფეხსაცმელი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ლამაზი ფეხსაცმელი ქმნის ქალის უზადო ვიზუალს. ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ ზოგჯერ შეიძლება კომფორტზე უარის თქმა მოგიწიოთ. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. თუ გინდათ, რომ ნიუ-იორკელს დაემსგავსოთ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა შეიყვაროთ.
4. ჩანთა - ერთი რამ რის გარეშეც ნიუ-იორკელ ქალს ვერასოდეს ნახავთ, ეს მისი ხელჩანთაა. კლასიკურ, საშუალო ზომის და ხარისხიან ჩანთაში ფულს ნუ დაინანებთ. ის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
5. აქსესუარები - არ გაიკეთოთ ძალიან ბევრი სამკაული. არჩევანი ნაზ და ელეგანტურ სამკაულზე შეაჩერეთ.
6. იზრუნეთ საკუთარ თავზე - იზრუნეთ ყველა დეტალზე. ნიუ-იორკელ ქალს ფრჩხილები როგორც ფეხებზე, ასევე ხელებზე ყოველთვის მოწესრიგებული აქვს. ყველა დეტალი მწყობრში უნდა იყოს.
7. სათვალე - არ აქვს მნიშვნელობა წვიმს, თუ მზეა, დღეა, თუ ღამეა, მოდური სათვალე ნიუ-იორკელი ქალის განუყოფელი ნაწილია.
8. თავდაჯერებულობა - რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობა არ არის სამოსი, მაგრამ ეს არის ის, რის გარეშეც ვერაფერს ვერ მოიხდენთ. ყველანაირი სამოსი თავდაჯერებულმა უნდა ატაროთ იმისთვის, რომ თქვენი ვიზუალი ყველასთვის თვალშისაცემი და სტილი მისაბაძი გახდეს.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, ქალი, ჩაცმულობა
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია