9 წიგნი, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტების აზრით, ყველამ უნდა წაიკითხოს
- 27.02.2018
1. დონალდ ტრამპი - „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, ერიხ მარია რემარკი.
წინამორბედი პრეზიდენტებისგან განსხვავებით, ტრამპს აუცილებლად წასაკითხ წიგნებზე საჯაროდ არ უსაუბრია და რეკომენდაციები არ გაუცია, თუმცა 2016 წელს, მაიკლ უოლფთან ინტერვიუს დროს, ერიხ მარია რემარკის რომანს - „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, ყველა დროის საუკეთესო წიგნი უწოდა.
2. ბარაკ ობამა - „გამოსახლებული: სიღარიბე და ფინანსური სარგებელი ამერიკულ ქალაქში“, მეთიუ დესმონდი.
ობამამ 2017 წელს თავისი საყვარელი 12 წიგნის სია გამოაქვეყნა, სიაში დესმონდის წიგნი პირველ ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ის ბილ გეითსის საყვარელი წიგნიცაა.
3. ჯორჯ ბუში - „დემოკრატიის საქმე: თავისუფლების ძალა ტირანიასა და ტერორზე“, ნათან შარანსკი.
ნათან შარანსკი ებრაელი ავტორია. ამ წიგნში მწერალი წერს დემოკრატიის მნიშვნელობაზე. წერს იმის შესახებ, რომ მხოლოდ დემოკრატიას შეუძლია დაიცვას მოქალაქეების კეთილდღეობა.
4. ბილ კლინტონი - „How to Get Filthy Rich in Rising Asia“, მოჰსინ ჰამიდი.
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა თავისი საყვარელი წიგნების ნუსხა 2017 წელს გაანდო საზოგადოებას. მისი ფავორიტი მოჰსინ ჰამიდის სატირული ნაწარმოებია.
5. ჯორჯ ბუში უფროსი - „ომი და მშვიდობა“, ლევ ტოლსტოი.
უფროსმა ბუშმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მან ტოლსტოის რომანი ორჯერ წაიკითხა და ამ წიგნით ცხოვრების შესახებ ბევრი რამ ისწავლა.
6. რონალდ რეიგანი - „ნადირობა წითელ ოქტომბერზე“, ტომ კლენსი
რონალდ რეიგანი ტომ კლენსის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო. წიგნში პოლიტიკური კატა-თაგვობანაა აღწერილი საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის.
7. ჯიმი კარტერი - „Let Us Now Praise Famous Men“, ჯეიმს ეიჯი და უოკერ ევანსი.
წიგნი მწერლისა და ფოტოგრაფის ერთობლივი მუშაობითაა შექმნილი. კარტერი წიგნში მოთხრობილ ამბავს საკუთარ ამბავთან აიგივებდა.
8. ჯონ კენედი - „სიყვარულით რუსეთისგან“, იან ფლემინგი.
ჯონ კენედი ჯეიმს ბონდის თაყვანისმცემელი იყო. როდესაც კუბის კრიზისის შესახებ ჰკითხეს, პრეზიდენტმა ინატრა, რომ გუნდში ჯეიმს ბონდი ჰყოლოდა. „სიყვარულით რუსეთისგან“ ერთ-ერთია აგენტი 007-ის ავტორის, იან ფლემინგის წიგნებიდან. წიგნის ეკრანული ადაპტაციაც არსებობს, სადაც მთავარ როლს შონ კონერი ასრულებს.
9. აბრაამ ლინკოლნი - „მაკბეტი“, უილიამ შექსპირი.
ლინკოლნს ძალიან უყვარდა შექსპირის შემოქმედება, თუმცა ის ერთ-ერთ მეგობარს სწერს, რომ „მაკბეტს“ ვერც ერთი სხვა ნაწარმოები ვერ შეედრება.
თემები: განათლება, პრეზიდენტი, წიგნები, კითხვა
<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია