ჩანთა ქალისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი აქსესუარია. ვნახოთ, როგორია 2018 წლის გაზაფხულის მთავარი ტენდენციები.
გაზაფხულის 22 ყველაზე ტრენდული ჩანთა:
1. თხელი ქსოვილისგან დამზადებული ჩანთა, რომელიც ერთგვარად შარფს ჰგავს.
2. პატარა, მოხერხებული, ელეგანტური და თინეიჯერული სტილის ჩანთა „ლუი ვიტონისგან“.
3. ჩანთა წვეულებისთვის, რომელიც ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია.
4. მხარზე გადასაკიდებელი თეთრი ჩანთა ოქროსფერი ორნამენტებით.
5. ეს და მსგავსი ჩანთები თქვენს ვიზუალს განსაკუთრებით ზღვის სანაპიროზე მოუხდება.
6. შავ-თეთრი ჩანთა კუბიკებით, საოფისე სტილისთვის.
7. წითელი და პრიალა ჩანთა განსაკუთრებით აქტუალურია.
8. ახალგაზრდული სტილი „პრადასგან“ - მოდურია სხვადასხვა კომიქსების ფოტოებით გაფორმებული ჩანთები.
9. კლასიკური და მართლაც შთამბეჭდავი ჩანთა „ვალენტინოსგან“.
10. ჩანთა მხიარულ ფერებში.
11. მოდურია ტრაპეციის ფორმის ჩანთები. ეცადეთ, რომ მხიარულ და ნათელ ფერებზე შეაჩეროთ არჩევანი.
12. ამ დაწნულ ჩანთას ფრანგი ქალის ჩანთასაც უწოდებენ - ნაზი, განსხვავებული და ელეგანტური.
13. ჩემოდნის ფორმის ჩანთა ვარსკვლავების პრინტით.
14. გამჭვირვალე, წყალგამძლე და ელეგანტური ჩანთა „შანელისგან“
15. გაზაფხულის ჩანთა სამი ფერის ულამაზესი კომბინაციით.
16. „ტროპიკული ჩანთა“ - თავისუფალი და სპორტული სტილის გოგონებისთვის.
17. კლასიკური და ცისფერი ჩანთა ელეგანტური ქალებისთვის.
18. მოწნული კალათისა და ვარდისფერი ტყავის კომბინაციით შექმნილი გამორჩეული ჩანთა.
19. ზურგჩანთა
20. ვარდისფერი და ბადეში მოქცეული ჩანთა მოდური გოგონებისთვის.
21. კლასიკური ფორმის ყვითელი ჩანთა „ბალენსიაგასგან“.
22. კომფორტული ჩანთა, რომელიც თქვენს ყოველდღიურ სტილს მოუხდება.
თემები: რჩევები, ჩაცმულობა, ჩანთა, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია