ჯანმრთელობა

მენსტრუალური ტკივილი ისეთივე მტკივნეულია, როგორც ტკივილი გულის შეტევის დროს - ექიმების დასკვნა

მენსტრუალური ტკივილი ისეთივე მტკივნეულია, როგორც ტკივილი გულის შეტევის დროს - ექიმების დასკვნა

ქალებმა ვიცით, რა მტკივნეულია მენსტრუაციის პერიოდი. ზოგიერთისთვის უფრო მტკივნეული, ზოგისთვის ნაკლებად. ნებისმიერ შემთხვევაში, მას დისკომფორტის განცდა და უსიამოვნო შეგრძნებები ახლავს.

ქალების ნაწილი მუცლის არეში მენსტრუაციის დროს აუტანელ ტკივილს გრძნობს. ის სპაზმთან და კრუნჩხვასთანაა დაკავშირებული.

ქალების უმეტესობა ამ ძალიან რთულ დღეებს ჩუმად იტანს. მათ ცხოვრებაში ამ დროს არაფერი იცვლება, ისევ ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობენ და ისევ ისე არიან დაკავებულები ყოველდღიური საქმიანობით, თითქოს არაფერი აწუხებთ, მაგრამ რეალურად საშინელ ტკივილთან უწევთ გამკლავება.

ისინი უგულებელყოფენ საშინელ ტკივილს.

მედიკოსებმა დაამტკიცეს, რომ ზოგ შემთხვევაში, მენტრუაციას ისეთივე ტკივილი ახლავს თან, როგორც გულის შეტევას.

მენსტრუალური ტკივილი ისეთივე მტკივნეულია, როგორც ტკივილი გულის შეტევის დროს - ექიმების დასკვნა

ექიმი რეპროდუქტოლოგი, პროფესორი ჯონ გილებოდი ამბობს, რომ მისი პაციენტები ხშირად ადარებდნენ მენსტრუალურ ტკივილს გულის შეტევის ტკივილს.

ექიმის თქმით, ქალისთვის ეს ტკივილი იმდენად რთულად ასატანია, რომ მას სიკვდილის მოახლოებას ადარებენ. კავშირი მენსტრუალურ ტკივილსა და გულის შეტევით გამოწვეულ ტკივილს შორის შესაბამისი კვლევითაც დადასტურდა.

გილებოდის განმარტებით, ჩვენი საზოგადოება ამ ტკივილს უყურადღებოდ ტოვებს და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ქალმა უნდა აიტანოს.

რეალურად შესაძლებელია, მენსტრუალური ტკივილის დამარცხება შესაბამისი სწორი მკურნალობით.

სწორად მკურნალობის შედეგად, ქალებს ჯოჯოხეთური ტკვილის ატანა აღარ მოუწევთ. მთავარია, არ უგულებელყონ გაუსაძლისი ტკივილი და მიმართონ ექიმის.



<a href="https://www.elle.com">https://www.elle.com</a>