LIFE

არაბული მორალისა და სიბრძნის 15 ოქროს წესი

არაბული მორალისა და სიბრძნის 15 ოქროს წესი

აღმოსავლეთი - ეს ვიწრო ქუჩების თბილი ფერებია, უდაბნოს ცხელი მზე, ქალების არაჩვეულებრივად ლამაზი სამოსი და მშვიდობით, ნელა მიმავალი ქარავნები. გთავაზობთ არაბული სიბრძნის მაგალითებს, რომლებიც საუკუნოვან ცოდნას და მორალის ოქროს წესებს შეიცავენ.

1. როდესაც ლაპარაკობ, შენი სიტყვები გაჩუმებაზე უკეთესად უნდა ისმოდეს.

2. შეცდომების უარყოფა - ეს ორმაგი შეცდომაა.

3. ჭკვიანი გაიგებს, თუ თვალი ჩაუკარი, სულელი კი - თუ ხელი ჰკარი.

4. ჭკვიანი ქალი ყველაფერში, რასაც მამაკაცს ეუბნება, შაქარს ამატებს და მარილს აშორებს.

5. ერთი გამოცდილება სიბრძნის შვიდ წესზე უფრო მნიშვნელოვანია.

6. ნაზი სიტყვებითა და სიკეთით სპილო შეიძლება ბეწვზე გაატარო.

7. ქარები ისე არ უბერავენ, როგორც გემებს უნდათ.

8. ვინც უნაკლო მეგობარს ეძებს, ის მარტო რჩება.

9. უწყვეტი მზიანი დღეები ბადებენ უდაბნოს.

10. თუ ბოროტება გვერდით დაგიდგა, გაუნძრევლად იჯექი.

11. შეუძლებელია გაიგო დრო მოძრაობის გარეშე.

12. თუ შენს სულში ერთი აყვავებული ტოტი მაინც დარჩა, მასზე ყოველთვის დაჯდება მომღერალი ჩიტი.

13. თუ ადამიანმა დაამარცხა სიამაყე, ის ხდება სასიამოვნო. თუ დაამარცხა რისხვა, ის ხდება მხიარული. თუ დაამარცხა ვნება, ის ხდება წარმატებული. თუ დაამარცხა სიხარბე, ის ხდება ბედნიერი.

14. ყველაზე საუკეთესო მბრძანებელი ის არის, ვისაც შეუძლია საკუთარი თავის მბრძანებლობა.

15. თუ გეშინია - არ თქვა, თუ თქვი - ნუ გეშინია.

16. გამარჯვება აჩვენებს, რომ ადამიანს შეუძლია, დამარცხება კი - რად ღირს ის.

17. არ გააღო კარი, რომელიც არ შეგიძლია დაკეტო.

18. მამაკაცები, რომლებიც ქალებს მათ პატარა ნაკლოვანებებს არ პატიობენ, არასოდეს დატკბებიან მათი უდიდესი ღირსებებით.

19. თუ ანდობ საკუთარ საიდუმლოს ქარს, არ გაკიცხო ის იმის გამო, რომ ხეებს გაუმხელს.

20. თუ არ შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს, ნუ იტყვი უარს ნაწილზე. 



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>