LIFE

5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელთა გამოც სიცოცხლე არ გიხარიათ

5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელთა გამოც სიცოცხლე არ გიხარიათ

1. მონოტონურობა - ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს

5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელთა გამოც სიცოცხლე არ გიხარიათ

ერთი და იგივე საქმეების მუდმივად კეთებისას (სამსახურში, სახლში) ყველაფერი თანდათან რუტინად იქცევა. ტვინი აღარ აქცევს ყურადღებას დეტალებს და ყველაფერს ავტომატურად აკეთებს.

ფსიქოლოგის რჩევა: ჩართეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოქმედების ელემენტები, მაგალითად, დაიწყეთ ხატვა ან გააკეთეთ ბლოგი.

2. სიახლის მოთხოვნილება

5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელთა გამოც სიცოცხლე არ გიხარიათ

ახალი შეგრძნებების მოთხოვნილება ყველას აქვს, თუმცა ის სხვადასხვანაირად ვლინდება: ვიღაცას ყოველ თვე სჭირდება სადმე გამგზავრება, ვიღაცასთვის კი საკმარისია მოამზადოს ახალი კერძი.

ფსიქოლოგის რჩევა: ახალი გამოცდილების მიღება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელადაც, მაგალითად, შეისწავლო ახალი ენა ან აითვისო სხვა ქვეყნის სამზარეულო.

3. თქვენ არ იცით, რა გინდათ ცხოვრებისგან

ადამიანი, რომელსაც არ ესმის საკუთარი თავისა და საკუთარი მიზნების, მიდრეკილია რომ დაკარგოს სიხარულის აღქმა, რადგან მისთვის რთულია მოძებნოს საკუთარი თავისთვის საინტერესო საქმიანობა. კვლევების თანახმად, მოწყენილობა შეიძლება იყოს ცხოვრებისეული კრიზისის მაჩვენებელი.

ფსიქოლოგის რჩევა: შეადგინეთ იმ საქმეების სია, რის გაკეთებას ისურვებდით მოგესწროთ ცხოვრებაში, და დაიწყეთ შესრულება...

4. არაშესაფერისი პირობები

5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელთა გამოც სიცოცხლე არ გიხარიათ

ყველაზე მეტად იწყენენ ადამიანები, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო შეზღუდულები არიან საკუთარ ქმედებებში, იმიტომ რომ ვერ აკეთებენ იმას, რაც უნდათ. მაგალითად, ზედმეტი კონტროლი მოზარდთა ასაკში ან შესაძლებლობის არქონა განმარტოვდე დეკრეტში ყოფნისას. შეზღუდულობის შეგრძნება - მოწყენილობის დიდი ნაწილია.

ფსიქოლოგის რჩევა: მიმართეთ საკუთარი ყურადღება მიზანზე, რომელსაც შეიძლება მიაღწიოთ ახლავე.

5. ყველაფერს აკეთებს ტექნიკა

მოწყენილობა - ჩვენი საუკუნის მოვლენაა. პროგრესმა მეტი დრო მოგვცა ცხოვრებისთვის. ყველაფერი გაამარტივა და უფრო კომფორტული გახადა, აქედან გამომდინარე ჩნდება პრობლემა, რით შეავსო თავისუფალი დრო.

ფსიქოლოგის რჩევა: ვინც საერთოდ ვერ გრძნობს ცხოვრებისგან სიამოვნებას, ყოველთვის შეუძლია შეცვალოს გარემო, მაგალითად, გადავიდეს საცხოვრებლად მთებში, რათა საკუთარ თავზე განიცადოს ნატურალური მეურნეობის ხიბლი.



<a href="adme.ru">adme.ru</a>