ორსულობა ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ამასთანავე რთული და მნიშვნელოვანი პროცესია ნებისმიერი ქალბატონისათვის. ორსულობის დროს, მნიშვნელოვანია ყველა სიმპტომს მიაქციოთ ყურადღება, თუნდაც ძალიან პატარასა და უმნიშვნელოს. TREND და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგი ნინო მჭედლიშვილი, გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ რა უნდა ვიცოდეთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ორსულობის დროს.
ორსულობამ შესაძლოა გაამწვავოს ისეთი ალერგიული დავადებები, როგორებიცაა: ალერგიული რინიტი, ურტიკარია, ანგიოედემა, ატოპიური დერმატიტი, ან მანამდე არსებული უსიმპტომო ალერგია, რომელიც შეიძლება პირველად გამოვლინდეს.
ორსულობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ალერგიული სიმპტომები:
· ცხვირის გაჭედვა
· ხველა
· ცემინება
· თვის ტკივილი
· მსტვინავი სუნთქვა
· თვალების ქავილი, ცრემლდენა
· ყურების ქავილი
· ყელის ქავილი
· გამონაყარი
აღსანიშნავია რომ ორსულთა დაახლოებით 20-30%-ი უჩივის ცხვირის გაჭედვას , ვლინდება ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია ( სიწითლე) და შეშუპება. ესაა მდგომარეობა, რომელსაც ვუწოდებთ ორსულთა რინიტს. სიმპტომები გრძელდება ექვსი ან მეტი კვირა, სხვა ჩივილების გარეშე, რაც არ უკავშირდება სასუნთქი გზების ინფექციას ან ალერგიას. ორსულთა რინიტი მშობიარობიდან ორ კვირაში ალაგდება. ალერგიული რინიტის დროს კი ხშირად ცხვირის გაჭედვასთან ერთად გამოხატულია ცემინება, ცხვირის ქავილი, უხვი წყლიანი გამონადენი, თვალების ქავილი. ექიმი დაგეხმარებათ დიაგნოსტიკაში ალერგიული რინიტია, თუ უბრალოდ ორსულთა რინიტი ცხვირის გაჭედვის მიზეზი, რაც ხშირად ღამით პირღია ძილს იწვევს. ზოგიერთი კვლევით დადგინდა, რომ არაკონტროლირებული რინიტი გესტაციური ჰიპერტენზიის, პრეეკლამფსიის და ნაყოფის ზრდის შეფერხების რისკს ზრდის .
ალერგოდიაგნოსტიკა ორსულობის დროს:
ორსულობის დროს, როგორც წესი არ კეთდება კანის პრიკ ტესტირება, რადგან არსებობს ალერგიული რეაქციის განვითრების თეორიული რისკი, თუმცა არსებობს რამდენიმე სრულიად უსაფრთხო ხერხი: სისხლში სპეციფიური იმუნოგლობულინების განსზღვრა, საჭიროების დროს ცხვირის ნაცხის ციტოლოგიური კვლევა, ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის განსაზღვრა, ან იმუნოლოგიური ტესტი თანამედროვე ბიოჩიპის მეთოდით (ISAC), რომლის დროსაც შესაძლებელია ანალიზი ჩატარდეს ალერგენების 112 კომპონენტზე ერთდროულად.
პრევენცია და მკურნალობა:
· თავი აარიდეთ სიგარეტის კვამლს, ალერგიულ სიმპტომებს ამწვავებს როგორც აქტიური, ასევე პასიური მოწევა.
· თუ ალერგიული ხართ მცენრეთა ყვავილის მტვრის მიმართ სეზონის დროს :
- ხშირად გამოირეცხეთ ცხვირი ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით
- მოერიდეთ გარეთ სიარულს ქარიან, მშრალ, ცხელ ამინდში, რადგან მცენარეთა მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ამ დროს მაქსიმალურია, უმჯობესია წვიმიანი ამინდის შემდეგ სეირნობა.
- დახურეთ სახლის და მანქანის ფანჯრები, განსაკუთრებით ქარიან ამინდში , უმჯობესია გამოიყენოთ კონდიციონერი ჰაერის გამწმენდი ფილტრით.
- გამოიყენეთ ჰეპა ფილტრის შემცველი ჰაერის გამწმენდი აპარატი და მტვერსასრუტი.
- ოთახის იატაკი და ავეჯის ზედაპირი გაწმინდეთ სველი წესით.
- არ გააშროთ სარეცხი გარეთ , უმჯობესია ამისთვის გამოიყენოთ საშრობი ოთახი.
- სახლში მოსვლის შემდეგ მიიღეთ შხაპი.
· თუ ალერგიული ხართ ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ:
- გამოიყენეთ ჰეპა ფილტრის შემცველი ჰაერის გამწმენდი აპარატი და მტვერსასრუტი.
- აიღეთ ხალიჩები, მატყლის და ბუმბულის ქვეშაგები, გამოიყენეთ ჰიპოალერგიული.
- ოთახის იატაკი და ავეჯის ზედაპირი გაწმინდეთ სველი წესით.
- შეცვალეთ ავეჯის ნაჭრის ძველი გადასაკრავები ტყავით, ვინილით ან ხით.
- შეამცირეთ კარშიდა ტენიანობა < 50% -მდე.
მიმართეთ თქვენს ალერგოლოგს, რომელიც შეგირჩევთ ორსულოობის დროს ნებადართულ სამკურნალო მედიკამენტებს. რეკომენდებულია ჩაიტაროთ ალერგოდიაგნოსტიკა, რათა ზუსტად იცოდეთ რაზე გაქვთ ალერგია, მცენარეთა ყვავილობის წლიური კალენდრის მიხედვით გაგიადვილდებათ თქვენი სიმპტომების მართვა.
ტელ: 0322 52 05 33
მის: 2/6 ლუბლიანას ქ. თბილისი
https://www.facebook.com/allergycentergeorgia/
თემები: ორსულობა, რჩევები, ალერგია, ალერგიის ცენტრი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია