1. არ დაიბანოთ სახე საპონით
საპონი აშრობს კანს და სისტემატიური გამოყენებისას ანადგურებს მის დამცავ ფენას, რის შედეგადაც ჩნდება აკნე. უმჯობესია უარი თქვათ დასაბან საშუალებებზე, რომლებიც შეიცავენ SLS (Sodium Laureth Sulfate), და მათ მაგივრად აირჩიოთ რბილი ქაფები ან დასაბანი ლოსიონები.
2. არ გამოიყენოთ სკრაბები
სკრაბები ტრამვას აყენებენ და აუხეშებენ კანს, შედეგად კი საეჭვო ეფექტს გვაძლევენ, რომელიც, ჯერ ერთი, დიდხანს არ ძლებს, მეორეც, გვაიძულებს სულ უფრო ხშირად გამოვიყენოთ ისინი. კანის მკვდარი უჯრედების მოშორებისა და სახის ფერის გაუმჯობესების ყველაზე ეფექტური საშუალებებია - მჟავების შემცველი საშუალებები.
3. ნუ მოუვლით ცხიმიან კანს გადაჭარბებულად
რაც მეტს აწვალებთ საკუთარ კანს, მით უფრო უარესი ხდება ის. შეარჩიეთ კანისთვის შესაფერისი საშუალებები, გამოიყენეთ მოვლის ძირითადი ეტაპები, და კანი მადლობას გეტყვით. თუ სერიოზული პრობლემები გაქვთ და გაწუხებთ აკნე, უკეთესია მიმართოთ კარგ დერმატოლოგს.
4. არ გაირუჯოთ
მზისგან მიყენებული დაზიანებები გროვდება კანში და დროთა განმავლობაში წარმოიშობა პიგმენტური ლაქებს, ამიტომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი მზისგან დაცვა მთელი წლის მანძილზე, განსაკუთრებით სახის კანისთვის.
5. არ გადააქციოთ მაცივარი კოსმეტიკის ჩანთად
ხალხური კოსმეტიკური საშუალებები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მათი ადგილი უფრო ადრეულ საუკუნეშია. არსებობს განსხვავება კეფირისა და რძის მჟავის შემცველი კრემის გამოყენების შორის. დიახ, ვიტამინი C სასარგებლოა კანისთვის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი პოტენციური ეფექტი ქრება, სანამ თქვენ ცდილობთ დაუმატოთ ის დაფხვნილ მდგომარეობაშ სახის მკვებავში.
6. არ დაეყრდნოთ რეკომენდაციებსა და გამოხმაურებებს ინტერნეტში
არანაირი რჩევები და რეკომენდაციები არ შეცვლის ვიზიტს კარგ კოსმეტოლოგთან. შეიძლება განსაზღვრო მოვლის ვექტორი, რომელზეც ღირს ორიენტირება, მაგრამ კანს თავად უვლით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ინტერნეტში ძალიან ბევრი მავნე რჩევებია, რომლის გამოც სიტუაცია შეიძლება მხოლოდ გართულდეს.
თუ საგულდაგულოდ დააკვირდებით იმას, თუ როგორ რეაგირებს თქვენი კანი ამასა თუ იმ კომპონენტებზე, მოსინჯავთ სხვადასხვა პროდუქტებს და აქედან დასკვნებს გააკეთებთ, მაშინ მალე გაიგებთ, სწორედ რა გიხდებათ, და რა არა.
თემები: კანის მოვლა, თავის მოვლა, კოსმეტიკა, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია