რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბედნიერებისთვის? - 75 წლიანი კვლევის დასკვნა
- 13.03.2018
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები 75 წლის განმავლობაში ატარებდნენ კვლევას და ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ბედნიერებისთვის.
ამ კვლევას ფსქიოლოგიაში რევოლუციურს უწოდებენ.
თუ ფიქრობთ, რომ ბედნიერებისთვის მთავარი ფულია, სავარაუდოდ ბევრი თანამოაზრე გყავთ, მაგრამ როგორც ფსიქიატრი რობერტ უოლდინგერი ამბობს, თქვენ ცდებით.
სწორედ უოლდინგერი ხელმძღვანელობდა 75 წლიან კვლევას და აკვირდებოდა ადამიანებს სხვადასხვა ასაკში, სწავლობდა მათ ბედნიერებასა და ამ ბედნიერების გამომწვევ მიზეზებს.
მკვლევარის თქმით, ადმიანის ბედნიერების განმაპირობებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი სასიყვარულო ურთიერთობა. ასეთი ურთიერთობა ჯანმრთელობას, ფსიქიკურ მდგრადობასა და ბედნიერებას განაპირობებს.
75 წლიანი კვლევის თანახმად, ადამიანის ბედნიერებისთვის მთავარი სიყვარულია.
ასევე, კვლევის მიხედვით, როცა გვერდით გყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც მხარს გიჭერს რთულ პერიოდში, გამშვიდებს, ეს დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობის ხარისხზე და ამცირებს ემოციურ ტკივილს.
ამავე კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მარტოხელა ადამიანებს ფსიქოლოგიური პრობლემები ადრეულ ასაკში უჩნდებათ და შედარებით ადრე კვდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავს.
„აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველანაირ ურთიერთობას ვერ მოაქვს ბედნიერება, ბედნიერება მოაქვს მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს, ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობას, სადაც პარტნიორები ერთმანეთს პატივს სცემენ და ერთმანეთთან დიდი სიახლოვე აკავშირებთ“, - ამბობს უოლდინგერი.
კვლევა აჩვენებს, რომ ფულიც მნიშვნელოვანია ბედნიერებისთვის, მაგრამ ასევე აღნიშნულია, რომ თუ გვერდით არ გყავს საყვარელი ადამიანი, მხოლოდ ფულით ვერ იქნები ბედნიერი.
თემები: ფსიქოლოგია, ბედნიერება, კვლევა
<a href="https://ideapod.com/">https://ideapod.com/</a>