20 უსიამოვნო რამ, რაც უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ცხოვრება წარმატებული იყოს
- 14.03.2018
1. ესაუბრეთ საკუთარ თავს იმაზე, რაც გაწუხებთ და გადარდებთ.
2. გამოიჩინეთ გამბედაობა, გააკეთეთ ის საქმე, რომელიც გაშინებთ, მაგრამ იცით, რომ აუცილებელია წარმატებისთვის.
3. ჰკითხეთ საკუთარ თავს ხართ თუ არა ის, ვინც გინდოდათ, რომ ყოფილიყავით. თუ ფიქრობთ, რომ ცხოვრება ვერ წარმართეთ ისე, როგორც გსურდათ, ყველაფერი გააკეთეთ მიზნის მისაღწევად.
4. შეეშვით ისეთი საქმეების კეთებას, რომლებიც უმნიშვნელოა და ცხოვრებაში სარგებელი არ მოაქვს.
5. დარწმუნდით, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ სოციალური ქსელებით არ შემოიფარგლება. ვიცით, რომ გიყვართ „ფეისბუქის“ სქროლვა, მაგრამ წარმატებას მხოლოდ ასე ვერ მიაღწევთ.
6. ილაპარაკეთ ყველაფერზე - სამყაროზე, პოლიტიკაზე, საჭმელზე, მაგრამ ნუ ისაუბრებთ სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაზე და ნუ განსჯით მათ.
7. ნუ დატანჯავთ თქვენს თავს იმაზე დარდით, რომ ჭარბწონიანი ხართ. როცა მოკვდებით არავინ მიაქცევთ ამას ყურადღებას, ყველა თქვენი პიროვნების შესახებ ისაუბრებს.
8. დააკვირდით წარმატებულ ადამიანებს და ისწავლეთ მათგან.
9. იყავით კეთილი. ადამიანს სიკეთის კეთება მხიარულებას და ბედნიერებას ჰმატებს.
10. გქონდეთ საკუთარი ოთახი, საკუთარი სივრცე, სადაც ყოფნა სიამოვნებას მოგანიჭებთ.
11. იკითხეთ ხშირად, წაიკითხეთ ყველაფერი, რაც ხელთ გაქვთ. წიგნების კითხვა აქციეთ პრიორიტეტად.
12. იყავით სასიამოვნო ადამიანი, ეს ყველაზე მარტივი გზაა სხვების მოსახიბლად.
13. საყვარელ ადამიანს ვერ იპოვნი თუ მას არ მოძებნი.
14. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ უკეთესი ადამიანი გახდეთ, გამოიმუშავეთ ისეთი ჩვევები, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ.
15. დაისახეთ მისია, მიზანი და ამ მიზნის მიღწევის გეგმა.
16. ნუ მოიჭრით უკან დასაბრუნებელ გზებს. კონფლიქტური სიტუაციაც ისე უნდა მოაგვაროთ, რომ დასაბრუნებელი გზა დაიტოვოთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება.
17. სთხოვეთ ადამიანებს, რომ თქვენ მიმართ პატიოსნება და კეთილსინდისიერება გამოიჩინონ. მიუხედავად იმისა ეთანხმები თუ არა, აუცილებლად უნდა მოუსმინოთ მათ.
18. იპოვეთ ცხოვრების მიზანი და აუცილებლად იქნებით წარმატებულები.
19. დაივიწყეთ ის, რასაც ინტერნეტ სივრცეში ხედავთ. ნამდვილი ცხოვრება თქვენს წინაა, მოსწყდით ინტერნეტს და იცხოვრეთ.
20. შექმენით სახლი თქვენით. თუ მშობლების სახლში ხართ, მოაწყვეთ ერთი კუთხე მხოლოდ თქვენი გემოვნების შესაბამისად და ეს იქნება ადგილი, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად გაგაბედნიერებთ.
თემები: ცხოვრების გამარტივება, პრობლემები, თავდაჯერებულობა, ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, რჩევები
<a href="https://ideapod.com">https://ideapod.com</a>