სილამაზე

5 მიზეზი - რატომ უნდა წაისვათ მწვანე ჩაის ნაყენი სახეზე?

5 მიზეზი - რატომ უნდა წაისვათ მწვანე ჩაის ნაყენი სახეზე?

მწვანე ჩაი სახის კანისთვის ყველაზე სასარგებლო და ჯანსაღი რამაა. ზოგადად, მწვანე ჩაის უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. კარგია მეხსიერებისთვის, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ადამიანს უფრო ენერგიულს ხდის.

კვლევის თანახმად სასარგებლოა მწვანე ჩაის არა მხოლოდ დალევა, არამედ მისი ნაყენის სახეზე წასმა. ის მინიმუმამდე ამცირებს აკნეს, აუმჯობესებს კანის ფერს, იცავს კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

გთავაზობთ 5 მთავარ მიზეზს, რომელთა გამოც მწვანე ჩაის ნაყენი სახეზე უნდა წაისვათ:

1. მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ამიტომაც ის გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ინფექციის საწინააღმდეგო თვისებებით - ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, სადაც აღწერილია, თუ როგორ შველი მწვანე ჩაი კანის სხვადასხვა დაავადებებს. ის ებრძვის ბაქტერიებს და იცავს კანს ინფექციებისგან.

5 მიზეზი - რატომ უნდა წაისვათ მწვანე ჩაის ნაყენი სახეზე?

2. მწვანე ჩაი ებრძვის ნაოჭებს - ასაკთან და ნაოჭებთან საბრძოლველად ანტიოქსიდანტები ყველაზე ძლიერი იარაღია სწორედ ნაოჭებთან საბრძოლველ ანტიოქსიდანტებს შეიცავს მწვანე ჩაი. მათ შორის კატეჩინს, რომელიც ყველაზე მეტად სასარგებლოა ნაოჭების წინააღმდეგ. ამავდროულად, მწვანე ჩაის აქვს კანის აღმდგენი ფუნქცია. გარდა ნაოჭებისა, მწვანე ჩაი კარგია მზისგან დაზიანებული ადგილების აღსადგენად და ასევე შავი ლაქების წინააღმდეგ.

5 მიზეზი - რატომ უნდა წაისვათ მწვანე ჩაის ნაყენი სახეზე?

3. გამოიყენეთ მწვანე ჩაის ნაყენი ფორების წინააღმდეგ - დერმატოლოგები ფორების წინააღმდეგ მწვანე ჩაის ნაყენს გვირჩევენ. ის შეიცვას ნივთიერებებს, რომელიც ატენიანებს კანს და ფორებს მინიმუმამდე ამცირებს.

5 მიზეზი - რატომ უნდა წაისვათ მწვანე ჩაის ნაყენი სახეზე?

4. მწვანე ჩაის ნაყენი კარგია გამომშრალი კანის წინააღმდეგ - თუ კანი გამომშრალი გაქვთ და აქერცლილია, პრობლემის მოგვარებაში მწვანე ჩაის ნაყენი დაგეხმარებათ. ის კანს გლუვსა და პრიალას გახდის.

5 მიზეზი - რატომ უნდა წაისვათ მწვანე ჩაის ნაყენი სახეზე?

5. მწვანე ჩაის ნაყენს აქვს სასიამოვნო არომატი და მისი წასმის შედეგად, თქვენს კანს სასიამოვნო სურნელი ექნება - დილით თუ სახეს მწვანე ჩაის თბილი ნაყენით დაიბანთ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ის კანს სასიამოვნო სურნელს მიანიჭებს.

5 მიზეზი - რატომ უნდა წაისვათ მწვანე ჩაის ნაყენი სახეზე?



<a href="http://diyhealthacademy.com">http://diyhealthacademy.com</a>