99 წლის იოგას მასწავლებელმა ბედნიერი ცხოვრების 5 წესი დაასახელა
- 21.03.2018
ტაო პორჩონ-ლინჩი - მსოფლიოში იოგას ყველაზე მოხუცი მიმდევარია. ქალი 99 წლის ასაკშიც აგრძელებს პრაქტიკულ იოგას და დაკავებულია ცეკვით.
მისი გრაფიკი წუთების მიხედვით არის გაწერილი. ის ბევრს მოგზაურობს, ასწავლის იოგას, პროფესიულად ცეკვავს. 1987 წლიდან ტაო სამეჯლისო ცეკვებმა გაიტაცა. თავის პარტნიორთან ერთად, რომელიც ტაოზე 70 წლით უმცროსია, 700 მეტი კონკურსში გაიმრაჯვა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ტაო აქტიურად ეხმარებოდა წინააღმდეგობის მოძრაობას ებრაელების გადარჩენაში. ომის დამთავრების შემდეგ კი ცნობილ ბრენდებთან მოდელად მუშაობდა და „ევროპის ყველაზე გრძელი ფეხების“ ტიტული მოიპოვა.
გარდა ამისა, პორჩონ-ლინჩი თეატრში თამაშობდა. მას იღებდნენ ფილმებში ელიზაბეტ ტეილორთან და ბობ ჰოუპთან ერთად.
პორჩონ-ლინჩმა შეადგინა ცხოვრების რამდენიმე წესი, რომლებიც მას ენერგიის შენარჩუნებაში ეხმარებიან, უხარია ყოველი წუთი და ცდილობს არ დაბერდეს სულითა და სხეულით.
არასოდეს არ გადადოთ საქმეები ხვალისთვის. ყველაფერი უნდა გააკეთოთ აქ და ახლავე. ეს ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი საიდუმლოა.
არ მოუსმინოთ მათ, ვინც გეუბნებათ, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ. ყოველთვის მოახდინეთ კონცენტრირება იმაზე, რა შეგიძლიათ გააკეთოთ. ყოველთვის იაზროვნეთ პოზიტიურად.
არასოდეს არ უღალატოთ საკუთარ თავს და საკუთარი რწმენას. თუ თქვენ გწამთ რაიმე, მაშინ იმოქმედეთ დაუყონებლივ.
ყოველ დილას მე ვეუბნები საკუთარ თავს, რომ დღეს იქნება ყველაზე საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში. და ასე მე ვიზიდავ ადამიანებს, რომლებიც ისე ფიქრობენ, როგორც მე.
მე ყოველთვის ვინარჩუნებ ცნობისმოყვარეობას. თუ თქვენ დაკარგეთ ყველაფრის ინტერესი, რაც თქვენს ირგვლივ ხდება, მაშინ მელანქოლიაში ჩავარდებით და ყველაფერი მოგბეზრდებათ.
ტაოს აქვს გვერდი ინსტაგრამზე, სადაც ყვება, როგორ შეიძლება ადამიანმა იცოცხლოს 99 წლამდე და ისიამოვნოს წუთისოფლის თითოეული წამით.
თემები: რჩევები ქალებს, თავდაჯერებულობა, ჯანმრთელობა, რჩევები, იოგა
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია