ჩვენ კულტურაში ბევრი მითია სიყვარულსა და სასიყვარულო ურთიერთობებზე. სამწუხაროდ, სწორედ ამ მითების რწმენა აყოვნებს ბევრ ადამიანს უიღბლო ქორწინებაში, მარტოხელებს კი შიშს ჰგვრის სასიყვარულო ურთიერთობების და ვერ პოულობს პარტნიორს.
მითი. მამაკაცს აღელვებს მხოლოდ სექსი და მეტი არაფერი. როგორც წესი, ამას ქალები ამბობენ.
სინამდვილეში. კარგი სექსი - ეს ნამდვილად ჯანსაღი ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ბევრი ქალია, რომლებსაც უყვართ სექსი და ისეთ პარტნიორებს ირჩევენ, ვისთანაც ხშირი სექსი ექნებათ. მამაკაცები, თავის მხრივ, ელოდებიან ურთიერთობებისგან ძალიან ბევრს (როგორც ჩვენ!), მათ შორის, უდავოდ, სექსსაც. მაგრამ ეს არ ნიშნავს „მხოლოდ სექსს“.
მამაკაცის 5 მთავარი მოლოდინი
1. პატივს სცემდნენ. მამაკაცებს ძალიან სჭირდებათ, რომ მათ აფასებდნენ. ამიტომ არ დაგავიწყდეთ გამოხატოთ პატივისცემა პარტნიორის მიმართ. ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ იმას, რომ გვაფასებდნენ ისინი, ვინც ჩვენთვის ძვირფასია.
2. გამოამჟღავნონ სიკეთე მათ მიმართ. მამაკაცები ელოდებიან, რომ ჩვენ ვიყოთ მათთან ალერსიანები და შემწყნარებლები. ქალებიც ოცნებობენ ამაზე. მოდით დაუთმეთ ერთმანეთს, თქვენივე კეთილდღეობისთვის.
3. გამოავლინონ ინტერესი მისი შინაგანი სამყაროსადმი. იმისათვის რომ აგრძნობინოთ თქვენს პარტნიორს, როგორ გიყვართ ის, გამოავლინეთ ინტერესი იმის მიმართ, რასაც ის თვლის მნიშვნელოვნად. შეიძლება არ გიყვარდეთ სპორტი ან კონკრეტულად რომელიმე სახეობა, მაგრამ ეცადეთ აჩვენოთ, თითქოს თქვენც გაინტერესებთ. სრულიად შესაძლებელია აღმოაჩინოთ, რომ თქვენ ბევრად მეტი საერთო ინტერესები გაქვთ, ვიდრე გეჩვენებოდათ.
4. მიიღონ ის ისეთი, როგორიც არის. ყველას გვინდა, რომ ისეთები მიგვიღონ, როგორებიც ვართ. შემდეგში, როცა მოგინდებათ თქვენი პარტნიორის გაკრიტიკება, გაიხსენეთ, რომ ცხოვრება - რთული რამ არის და მხარში უნდა ამოუდგეთ ერთმანეთს. ყოველთვის გახსოვდეთ ეს და ზედმეტად ნუ ეცდებით შეცვალოთ ის, ვინც გვერდით გყავთ.
5. მისი ერთგული იყვნენ. თითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია პარტნიორის ერთგულების მოთხოვნილება. ჩვენ ყველას გვაქვს ამის იმედი, თუ ჩვენი კავშირი მყარია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მამაკაცები სინამდვილეში აფასებენ მონოგამიას.
თემები: ქალი, მამაკაცები, ქალები, ქალი და მამაკაცი
<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია