ასაკთან ერთად ადამიანს გამოცდილება ემატება და რაც უფრო ასაკოვანია ის, მით უფრო გამოცდილი, ჭკვიანი და ბრძენია. გთავაზობთ 14 მთავარ რჩევას, ცხოვრებისეულ გაკვეთილს, რომელიც 90 წელს მიღწეული ადამიანების გამოცდილებას ეფუძნება:
14. ცხოვრება კარგია - ცხოვრება არ არის სამართლიანი და ყველა ადამიანისთვის ერთნაირი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის ცუდია. ყველას ცხოვრებაში არის წარმატებაც და წარუმატებლობაც და სწორედ ეს არის მისი ხიბლი.
13. გადადგით პატარა ნაბიჯები - ნუ გადადგამთ დიდ ნაბიჯებს და მხოლოდ ერთი მოქმედებით ნუ მოინდომებით ყველაფრის გაკეთებას. წინ პატარ-პატარა ნაბიჯებით იარეთ და ასე უფრო წარმატებულ რეზულტატს მიიღებთ.
12. ისიამოვნეთ ცხოვრებით - ცხოვრება არ არის ის, რითაც შეიძლება ითამაშო. ის ძალიან ხანმოკლეა. ხშირად გვავიწყდება მისგან სიამოვნების მიღება.
11. ააწყვეთ ურთიერთობები - გახსოვდეთ, რომ როცა ავად იქნებით, თქვენ გვერდით, მხოლოდ გვერდით ოჯახის წევრები და ნამდვილი მეგობრები იქნებიან. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვენს სოციალურ მდგომარეობას. შემოიკრიბეთ გარშემო ადამიანები რომლებიც გიყვართ და რომლებსაც უყვარხართ. მოიგეთ ადამიანების გული. მათთან ურთიერთობა ყოველგვარ მატერიალურზე წინ დააყენეთ.
10. ფული დახარჯეთ ბრძნულად - ნუ იყიდით ისეთ ნივთებს, რომლებიც არ გჭირდებათ.
9. გააცნობიერეთ რომ ყოველთვის ვერ იქნებით მართალი და ზოგჯერ თქვენც დაუშვებთ შეცდომას - ნუ მოინდომებთ,რომ ყველა სიტუაციაში თქვენ იყოთ გამარჯვებული. იყავით სამართლიანი და პატიოსანი. უნდა შეგეძლოთ იმის აღიარება, რომ ზოგჯერ თქვენც მარცხდებით და ასევე შეგეძლოთ თქვენს მოწინააღმდეგეს გულწრფელად მიულოცოთ გამარჯვება.
8. იტირეთ სხვისი თანდასწრებით - თუ მარტო იტირებთ, ეს თქვენს ჭრილობებს ვერ მოაშუშებს. ყველას სჭირდება მხარი, რომელზეც იტირებს და ადამიანი, რომელიც რთულ სიტუაციაში გვერდით დაუდგება.
7. წარსულს თავი დააღწიეთ - თუ წარსულს წარსულში არ დატოვებთ, გაგიჭირდებათ წინსვლა. უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია წარსულის მძიმე გამოცდილება დაივიწყოთ და პოზიტივზე კონცენტრირდეთ.
6. არაუშავს თუ თქვენი შვილები ატირებულს დაგინახავენ - ტირილი არ არის სისუსტე. ზოგჯერ მნიშვნელოვანიც კია რომ თქვენი შვილების წინ იტიროთ. შედეგად ისინი გააანალიზებენ, რომ თქვენც ადამიანი ხართ.
5. ნუ დაიწყებ საკუთარი თავის ვინმესთან შედარებას - ნუ შეადარებთ საკუთარ ცხოვრებას სხვებისას. თქვენ არ იცით რეალურად ადამიანებს როგორი ცხოვრება აქვთ. იცხოვრეთ ისე, რომ თავად იგრძნოთ თავი ბედნიერად და კომფორტულად.
4. სასიყვარულო ურთიერთობას ნუ გაასაიდუმლოებთ - თუ ურთიერთიერთობა საიდუმლოა, ის ვერ იქნება წარმატებული. რატომ უმალავთ სიყვარულს სამყაროს? თუ ვინმე მართლაც გიყვართ, ეს არავის არ უნდა დაუმალოთ.
3. რაც არ გკლავს, გაძლიერებს - იცოდეთ, რომ ყველა გამოწვევა, ყველა სირთულე, რომელიც ცხოვრებაში შეგხვდებათ, თქვენ უფრო მეტად გაძლიერებთ. ნუ შეგეშინდებათ წინააღმდეგობების. თვალი გაუსწორეთ მათ.
2. ბედნიერება შეიძლება ნებისმიერ დროს იპოვნოთ - იცხოვრეთ მოცემული მომენტით და ეცადეთ, რომ ბედნიერება დეტალებში იპოვნოთ.
1. არასოდეს შეჩერდეთ - ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეჩერდებით. იმოქმედეთ და აიხდინეთ ოცნებები.
თემები: ცხოვრების გამარტივება, ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, სიბრძნე
<a href="https://bornrealist.com">https://bornrealist.com</a>