LIFE

10 ფრაზა, რომლებიც დაქორწინებულმა წყვილებმა ერთმანეთს არ უნდა უთხრან

10 ფრაზა, რომლებიც დაქორწინებულმა წყვილებმა ერთმანეთს არ უნდა უთხრან

1.„შენ არასოდეს არ რეცხავ შენ თეფშს“ - აუცილებლად შეარჩიეთ ტონი, ბრალდებას მოყვება თავდაცვა, თავდასხმას კი მოგერიება. მეორედ, აღარ გამოიყენოთ სიტყვა - „არასოდეს“. ასევე უარი თქვით სიტყვებზე, „ყოველთვის“, „საერთოდ“ და „მუდმივად“.

2. „შენ ცუდი მამა ხარ/ უვარგისი საყვარელი“ - ასეთი სიტყვების დავიწყება ძალიან ძნელია. რატომ? - ჩვენ ძალიან მივუახლოვდით როლებს, რომლებთანაც პარტნიორი საკუთარ თავს აიგივებს. ეს როლები ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის, და უკეთესია ისინი ეჭვქვეშ არ დააყენოთ.

3. „შენ ზუსტად ისე ლაპარაკობ, როგორც დედაშენი“ - თქვენ გადადიხართ ტერიტორიაზე, რომელიც არ გეკუთვნით. ასეთი ფრაზა ანადგურებს ქორწინებას.

4. „ვერ ვიტან, როცა მასე აკეთებ“ (ხმამაღლა ნათქვამი, მისი მეგობრების ან ოჯახის თანდასწრებით) - ამის თქმა კატეგორიულად არ შეიძლება. დაიმახსოვრეთ და ასე არასოდეს მოიქცეთ. რას იზამთ, ასე არიან მამამკაცები მოწყობილნი. უთხარით ეს ფრაზა ცალკე, და თქვენი პარტნიორი მშვიდად მოუსმენს ამას.

5. „შენ გგონია, რომ ყველაზე უკეთესი ხარ?“ - შხამის ორმაგი დოზა ერთ ფრაზაშია. თქვენ ეჭვი გეპარებათ თქვენი პარტნიორის ფასეულობებში.

6. „არ დამელოდო“ - საერთოდ, უწყინარი ფრაზაა, მაგრამ ის ხშირად არ უნდა გაიმეოროთ ძილის წინ. ნუ დატოვებთ თქვენს პარტნიორს გაატაროს საღამოს წუთები მათ საზოგადოებაში, ვინც მონახავს მისთვის დროსაც, და სასიამოვნო სიტყვებსაც, - საკმარისია მხოლოდ გახსნას ნოუთბუქი...

7. „შენ რა, გასუქდი?“ - ეს არაკონსტრუქციული კრიტიკაა. კრიტიკა კი ურთიერთობებში კონსტრუქციული უნდა იყოს. მამაკაცისთვის ეს ორმაგად უსიამოვნოა, რადგან როდესაც სარკის წინ დგას, სრულიად კმაყოფილია საკუთარი თავით.

8. „ასე არ უნდა ფიქრობდე“ - თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ მან არ უნდა გააკეთოს ის, რის შესახებაც თქვენ არ იცით. ამაზე მეტად დამამცირებელი არაფერი არ არის მამაკაცისთვის. ეცადეთ გაუგოთ ან შეეკითხეთ, რატომ არის ასე მოშლილი, ოღონდ არ უთხრათ, რომ არ მოიშალოს ნერვები.

9. „მე მას თითქმის არ ვიცნობ - ჩვენ უბრალოდ ერთად ვმუშაობთ“ - ჯერ ერთი, ნუ იმართლებთ თავს. მეორეც, თქვენ ხომ იცით, რომ ეს არ არის სიმართლე და ის მოგწონთ. ქორწინების პერიოდში გაგიჩნდებათ სიმპათიები რომელიმე კოლეგის მიმართ - თქვენც, და თქვენ ქმარსაც. საუკეთესო ვარიანტია უთხრათ: „მართალია, ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მომეწონა ჩვენი ახალი მენეჯერი. როცა ის ხუმრობს, შენ მახსენდები“. გულახდილობა, და არა უხერხულ თემებზე გაჩუმება - ურთიერთობების საუკეთესო ტაქტიკაა.

10. „როგორ ფიქრობ, გავსუქდი?“ - ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კითხვაა. რა გინდათ ამით თქვათ? - იცით, რომ ცოტათი მოიმატეთ, მაგრამ გინდა გითხრათ, რომ მაინც კარგად გამოიყურებით? უნდა იცოდეთ, რომ მსგავსი კითხვა, თუ მას რამდენჯერმე გაიმეორებთ, თქვენი პარტნიორი აუცილებლად დაგეთანხმებათ.



<a href="http://www.psychologies.ru/">http://www.psychologies.ru/</a>