5 მეცნიერული აღმოჩენა, რომლის შესახებაც უნდა გაიგოთ, თუ თქვენთვის ძვირფასია თქვენი ჯანმრთელობა
- 22.03.2018
1. ტვინის დაბერება იწყება 25 წლის ასაკში
დიდი ბრიტანეთის ლანკასტერის უნივერსიტეტის მეცნიერები თვალყურს ადევნებდნენ ზურგის ტვინის სითხის პულსაციას. შედეგად დაასკვნეს, რომ პულსაციის სიხშირე 25 წლის ასაკიდან ნელდება. რაც ნიშნავს, რომ ადამიანის ტვინი დაბერებას უკვე 25 წლიდან იწყებს, და არა 40-დან, როგორც ადრე ითვლებოდა.
2. ცხელი ჩაი ზრდის კიბოს განვითარების რისკს
ჩინელი მედიკოსები მოსახლეობას ცხელი ჩაის მავნებლობის შესახებ აფრთხილებენ. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ პაციენტებს, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ ცხელ ჩაის, 5-ჯერ უფრო ხშირად ჰქონდათ საყლაპავი მილის კიბო. აქედან გამომდინარე მედიკოსებმა გააკეთეს დასკვნა, რომ სასმელები, რომლის ტემპერატურაც აღემატება 65˚C, ადამიანის შინაგან ორგანოებს თერმულ ტრავმებს აყენებენ.
3. მკრთალი სინათლე გონებას აჩლუნგებს
მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერები ჩატარებული გამოკვლევების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ სუსტად განათებულ ოთახში ყოფნა დამღუპველად აისახება ტვინის მუშაობაზე. მკრთალი სინათლე აუარესებს ნეირონებს შორის კავშირების ხარისხს და იწვევს ინტელექტუალური უნარის დაქვეითებას. სხვა სიტყვებით - აჩლუნგებს.
4. ადრეული გამელოტება შეიძლება გულის დაავადებების ნიშანი იყოს
გულის დაავადებების შემსწავლელმა ბრიტანულმა ფონდმა 2000-ზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი გამოიკვლია, რომლებიც ინდოეთში ცხოვრობდნენ. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მათ, ვისაც ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ადრე გაჭაღარავდნენ და ადრე კარგავდნენ თმას.
5. ახსნილია დღეგრძელი ადამიანების საიდუმლო
ჩრდილოეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერები 80-დან 100 წლამდე ასაკის ადამიანების ჯგუფს აკვირდებოდნენ, რომლებსაც მოხუცებულობის დემენციის მცირე ნიშნებიც კი არ ჰქონდათ, და მათი დღეგრძელობის საიდუმლო გამოავლინეს.
მაგრამ დასაწყისისთვის უნდა ვთქვათ, რომ დაკვირვების მონაწილეების უმეტესობა ეწეოდა და რეგულარულად იღებდა ალკოჰოლს, იყვნენ ყავის მოყვარულები, არ მისდევდნენ არანაირ დიეტებს, ზოგიერთი კი ისეთი მავნე საკვებითაც კი იკვებებოდა, როგორიც არის კარტოფილი ფრი და ჰამბურგერი.
გარდა ამისა, არავის მათგან არ ეძინა 8 საათი, როგორც გვირჩევენ ექიმები. მაგრამ აბსოლუტურად ყველა გამოკვლევის მონაწილეს აერთიანებდა ოპტიმისტური შეხედულება ცხოვრებაზე, ემოციური სტაბილურობა და აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება.
თემები: კანის მოვლა, პრობლემები, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>