LIFE

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხართ, რა საქმიანობით ხართ დაკავებული, არსებობს ისეთი რაღაცები, რისი გაკეთებაც აბსოლუტურად ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს, უნარები, რომლებიც აუცილებელია ნორმალურად ცხოვრებისთვის.

1. უნდა გქონდეთ ძირითადი უნარები, რაც გადასარჩენად დაგეხმარებათ - შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ველურ ბუნებაში სრულიად მარტო აღმოჩნდეთ. უნდა შეგეძლოთ გაარჩიოთ რა მიირთვათ და რა არა. როგორ იპოვოთ ღამის გასათევად საუკეთესო ადგილი. როგორ დაიჭიროთ თევზი და ა. შ.

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

2. უნდა იცოდეთ, როგორ მოიყვანოთ საკუთარ ეზოში ბოსტნეული - მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დიდ ქალაქში ცხოვრობთ, უნდა იცოდეთ, როგორ გაზარდოთ ბოსტნეული, ბუნებრივი პროდუქტები. შესანიშნავია, როცა საკუთარი ხელით მიღებულ ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევთ. 

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

3. უნდა იცოდეთ ცურვა - იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არ იცით ცურვა, აუცილებლად უნდა ისწავლოთ. არსებობს სხვადასხვა გარემოებები, როცა ცურვა აუცილებლად დაგჭირდებათ. 

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

4. უნდა იცოდეთ, როგორ გამოცვალოთ საბურავი - არავინ არაა დაზღვეული იმისგან, რომ მანქანის მართვის დროს საბურავს პრობლემა გაუჩნდება. ამიტომაც აუცილებელია, რომ ეს უნარი გქონდეთ. წარმოიდგინეთ, რომ მანქანა ისეთ ადგილას გაგიფუჭდათ, სადაც არც ხალხმრავლობაა და არც ტელეფონი იჭერსრომ დასახმარებლად ვინმეს დაურეკოთ. ეს არც ისე რთული საქმეა და დარწმუნებულები ვართ, რომ მარტივად ისწავლით.

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

5. უნდა იცოდეთ, როგორ განავითაროთ ვებ-გვერდი - თანამედროვე სამყაროში წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე რაიმე საქმის წარმოება. ყველა სერიოზულ ბიზნეს-კომპანიას უნდა ჰქონდეს საუკუთარი საიტი, ამიტომაც აუცილებელია, რომ იცოდეთ ის ძირითადი საკითხები,რომლებიც საიტის განვითარებას სჭირდება.

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

6. უნდა იცოდეთ, როგორ კონცენტრირდეთ ძირითად საკითხებზე და თქვენთვის მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ დასვათ კითხვები - შესაძლოა, ბევრი ინტერესის სფერო გაქვთ, მაგრამ უნდა შეგეძლოთ მათ შორის ყველაზე მთავარის განსაზღვრა და ამ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება. 

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

7. უნდა იცოდეთ, როგორ შეწვათ კვერცხი - ალბათ ბევრი იტყვის, რომ კვერცხის შეწვა მარტივია და ამას ყველა შეძლებს, მაგრამ ადამიანების უმეტესობამ რეალურად არ იცის როგორ შეწვას ის სწორად, ხოლო არასწორი მეთოდებით შემწვარი კვერცხის მირმევა, შესაძლოა, ნაწლავური ბაქტერიის გაჩენის მიზეზი გახდეს.

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

8. უნდა იცოდეთ, როგორ დაეხმაროთ ადამიანს გულის შეტევის დროს, როგორ გაუკეთოთ მას შესაბამისი მასაჟი - ადამიანების 70%-ს არ შეუძლია ამის გაკეთება. არადა, თუ შესაბამისი მასაჟის გაკეთების უნარი გაქვთ, რეალურად შეგიძლიათ სხვისი სიცოცხლე გადაარჩინოთ.

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

9. უნდა იცოდეთ, როგორ მართოთ დრო - დროის მენეჯმენტი უმნიშვნელოვანესია წარმატების მისაღწევად და ბედნიერებისთვის. უნდა შეგეძლოთ დრო გადაანაწილოთ სამსახურზე, ოჯახზე, მეგობრებზე და საკუთარი თავისთვისაც გამონახოთ ხოლმე ის. 

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

10. უნდა იცოდეთ, როგორ დაიმახსოვროთ და გაიხსენოთ ადამიანების სახელები - ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ფრაზა: „მჭირს ადამიანების სახელების მარტივად დამახსოვრება და იქნებ შემახსენოთ თქვენი სახელი?“. მსგავსი რამ ადამიანების უმეტესობის პრობლემაა და ხშირად ქმნის უხერხულ სიტუაციას. თუმცა, თუ გაცნობის მომენტში ყურადღებით იქნებით, აუცილებლად დაიმახსოვრებთ ახალი ნაცნობის სახელს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ უნარის გამომუშავება, ვინაიდან ამით უხერხული სიტუაციებისგან თავის დაღწევას შეძლებთ.

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

11. უნდა შეგეძლოთ მოლაპარაკების წარმოება - ამ უნარს შეუძლია, ადამიანი წარმატებულად აქციოს. თუ მოლაპარაკების უნარი შეგწევთ, თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს, დაამყაროთ კარგი ურთიერთობები, რაც აუცილებლად გამოადგება თქვენს საქმეს.

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

12. უნდა შეგეძლოთ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა - უნდა შეგეძლოთ გამოცნობა იმისა, თუ როდის გატყუებენ. თუ ეს უნარი გექნებათ თავიდან აირიდებთ გულისტკივილს და ურთიერთობაში წარუმატებლობას. 

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

13. უნდა იცოდეთ როგორ მოყვეთ რაიმე ისტორია - საშინელებაა, როცა ადამიანები გყავთ გარშემო შემოკრებილი თქვენ კი, არაფრის მოყოლა არ შეგიძლიათ. როცა საინტერესო ამბების მოყოლა შეგიძლიათ, თავადაც საინტერესო ადამიანად წარმოჩინდებით. 

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

14. უნდა შეგეძლოთ საკრედიტო ბარათების ეფექტურად გამოყენება - ზოგიერთი ადამიანი კრედიტს გაუმიზნებლად იყენებს და ფულს ისეთ საქმეებში ხარჯავს, რაც რეალურად სარგებელს არ მოუტანს. ასევე უგულებელყოფენ იმ გადასახადებს, რომლებიც კრედიტის აღებისთვის ეკისრებათ და რეალურად დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე.

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს

15. უნდა იცოდეთ როგორ ესაუბროთ ადამიანებს მაშინ, როცა მათ ინგლისური არ იციან - მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 75-მა პროცენტმა ინგლისური ენა არ იცის. ამიტომაც უნდა იცოდეთ კიდევ რომელიმე ენა, რომელზეც ბევრი ადამიანი მეტყველებს, მაგალითად ჩინური, ესპანური. საერთოდ კი გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტი ენა იცით, უფრო მეტი შესაძლებლობები გეძლევათ.

15 რამ, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს



<a href="https://bornrealist.com">https://bornrealist.com</a>