LIFE

აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ, რის მიმართ ხართ განსაკუთრებით მგრძნობიარე და გულისხმიერი

აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ, რის მიმართ ხართ განსაკუთრებით მგრძნობიარე და გულისხმიერი

დააკვირდით ფოტოს და აირჩიეთ ის მანდალა, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავთ. მოძებნეთ შესაბამისი პასუხი და გაიგეთ, რის მიმართ ხართ განსაკუთრებით მგრძნობიარე და გულისხმიერი.

1. თუ პირველი მანდალა აირჩიეთ, თქვენ ბუნების მიმართ გაქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება - ყველაზე ბედნიერად თავს ბუნების წიაღში გრძნობთ. საოცარი კავშირი გაქვთ ხეებთან, ყვავილებთან და არასოდეს გბეზრდებათ მთაში ყოფნა. ბუნება თქვენი საუკეთესო მკურნალია. როცა ცხოვრებაში სირთულეები გაქვთ, მწვანე გარემო დამშვიდებაში, პრობლემების გაანალიზებაში გეხმარებათ. ბუნება ახალი ენერგიით გავსებთ და ცხოვრებისთვის ძალას გმატებთ.

აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ, რის მიმართ ხართ განსაკუთრებით მგრძნობიარე და გულისხმიერი

2. თუ მეორე მანდალა აირჩიეთ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ სხვადასხვა არსებების მიმართ - ფრინველებთან და ცხოველებთან საოცარ კავშირს გრძნობთ. ყოველთვის გაქვთ განცდა, რომ მათთან კომუნიკაცია შეგიძლიათ. არ გრძნობთ შიშს მტაცებელი ცხოველების მიმართ.

აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ, რის მიმართ ხართ განსაკუთრებით მგრძნობიარე და გულისხმიერი

3. თუ მესამე ფოტო აირჩიეთ, თქვენ გაქვთ უნარი მიხვდეთ ადამიანი სწორ გზაზე დგას, თუ მცდარზე - თუ შენიშნეთ, რომ ვიღაც მცდარ გზას ადგას და შეცდომას უშვებს, ძალიან მგრძნობიარე ხდებით და ყველაფერს აკეთებთ მის დასახმარებლად. ასევე მგრძნობიარე ბუნება თავს იჩენს მაშინ, როცა ხედავთ, რომ ადამიანი მოწყენილია, ცუდ ხასიათზეა, რაღაც პრობლემა აქვს. თქვენ ასეთ დროს არ შეგიძლიათ გულხელდაკრეფილი იჯდეთ. საოცარი მხარდაჭერის უნარი გაქვთ.

აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ, რის მიმართ ხართ განსაკუთრებით მგრძნობიარე და გულისხმიერი

4. თუ მეოთხე მანდალა აირჩიეთ, ყოველთვის გულთან ახლოს მიგაქვთ სხვისი გასაჭირი - მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ის სხვა. თქვენი დაუძინებელი მტერიც რომ ნახოთ რთულ სიტუაციაში, მასაც კი დაეხმარებით. ძალიან ბევრს დარდობთ ყველაზე და ყველაფერზე. მაგ: არ მოგასვენებთ დარდი, თუ გაიგებთ, რომ თანამშრომლის შვილს ვირუსი შეხვდა, შესაძლოა, ღამეც კი ვერ დაიძინოთ. საოცრად მზრუნველი და ყურადღებიანი ხართ.

აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ, რის მიმართ ხართ განსაკუთრებით მგრძნობიარე და გულისხმიერი

5. თუ მეხუთე მანდალა აირჩიეთ, ეს ნიშნავს რომ თქვენ შეგიძლიათ ადამიანები დადებითი ენერგეტიკით დამუხტოთ - განსაკუთრებული მგრძნობელობა გაქვთ, მაშინვე ხვდებით როცა ადამიანი უარყოფითი ენერგიითაა დამუხტული და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ნეგატივი პოზიტივით შეცვალოთ. თქვენ შეგიძლიათ სამყარო უფრო ნათელი და ფერადი გახადოთ.

აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ, რის მიმართ ხართ განსაკუთრებით მგრძნობიარე და გულისხმიერი

6. თუ მეექვსე მანდალა აირჩიეთ, თქვენ მკურნალი ხართ - ბუნებრივად ხართ დაჯილდოებული განსაკუთრებული უნარებით, რომლებიც ადამიანების განკურნებაში გეხმარებათ. განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდებით როცა ხედავთ, რომ ადამიანს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ამ დროს თქვენ მისი გადარჩენის სურვილი გმართავთ.

აირჩიეთ მანდალა და გაიგეთ, რის მიმართ ხართ განსაკუთრებით მგრძნობიარე და გულისხმიერი



<a href="http://tetribe.net">http://tetribe.net</a>