LIFE

3 რჩევა ირინა ხაკამადასგან - როგორ უნდა მიაღწიოთ ცხოვრებისეულ მიზანს

3 რჩევა ირინა ხაკამადასგან - როგორ უნდა მიაღწიოთ ცხოვრებისეულ მიზანს

დაო - ნიშნავს „გზას“, და ის უსასრულოა. რაც უფრო სწრაფად მოძრაობთ მიზნისკენ, მით უფრო შორს არის მიზანი. როგორ უნდა მიაღწიო სასურველს დროში, როგორ გახდე წარმატებული, როცა რთულია პროგნოზების გათვლა? ამის შესახებ პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ირინა ხაკამადა გვიამბობს.

1. იმოქმედეთ

კარმა - სანსკრიტულ ენაზე „მოქმედებას“ ნიშნავს. ეს არ არის ბედისწერა, არ არის რაღაც გარდაუვალი, რაც აუცილებლად გვეწევა. ეს არის ის, რასაც ვიღებთ საკუთარი ქმედებების შედეგად. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. რასაც ვაკეთებთ, იმას ვიღებთ, ამიტომ ყოველთვის რაღაც აკეთეთ.

3 რჩევა ირინა ხაკამადასგან - როგორ უნდა მიაღწიოთ ცხოვრებისეულ მიზანს

ცხოვრებას უყვარს ისინი, ვინც მუდმივად მოქმედებაში არიან და ვინც საკუთარ თავს ეყრდნობა. და ის აუცილებლად გაჩუქებთ ახალ იდეებს, ენერგიას, ინტუიციას... ყველაფერი თავისით მოვა. ის, ვისაც შეუძლია როცა უნდა, მაშინ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, ვისაც შეუძლია გარისკოს, ვინც ყველაზე რთულ განსაცდელში ყველას არ უხმოს, არამედ თავად აკეთებს ყველაფერს, ის განწირულია წარმატებისთვის.

2. გაყევით თქვენს დიდ ოცნებას

მხოლოდ ასე შეიძლება გაფრინდე წინ. გაყვე ყველაზე დიდ ოცნებას, აუხდენელს, იდიოტურს. არავის უთხრათ მის შესახებ, მაგრამ გაყევით. თქვენი ხედვა მიზანმიმართული უნდა იყოს შორს, მიზნისკენ. თქვენ შეიძლება გქონდეთ პატარა შუალედური მიზნები, მაგრამ შორს უნდა ანათებდეს რაღაც დიდი - წადით იქით.

3 რჩევა ირინა ხაკამადასგან - როგორ უნდა მიაღწიოთ ცხოვრებისეულ მიზანს

თუ არ იცით, რა გინდათ, - ასეც ხდება, - შეეკითხეთ საკუთარ ტვინს, დააყენეთ მის წინაშე ამოცანა: რა გინდათ? და დილას ის გაგცემთ პასუხს, ან პასუხი თავისით მოვა.

3. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც მოგწონთ

3 რჩევა ირინა ხაკამადასგან - როგორ უნდა მიაღწიოთ ცხოვრებისეულ მიზანს

ყველაფერს, რასაც აკეთებთ, უნდა გსიამოვნებდეთ. თუ ადამიანი ინდივიდუალურად ბედნიერია, მას საკუთარი წარმატების კრიტერიუმები გააჩნია. საკუთარი თავისთვის მე სამი კრიტერიუმის ფორმულირება გავაკეთე:

1. შეეკითხეთ საკუთარ თავს: მომწონს თუ არა ის, რასაც ვაკეთებ? მზად ვარ ამის გამო შევწირო ენერგია, კომფორტი, ფული, დრო? თუ არ ვარ მზად, უარს ვიტყვი პროექტზე, როგორი მოგება, დიდება და ბონუსებიც არ უნდა მომიტანოს.

2. ცხოვრების ხარისხი. მე მჭირდება ფული ნორმალური ცხოვრებისთვის, რათა ვიგრძნო თავი დამოუკიდებელად, დავკავდე იმით, რაც მომწონს. მხოლოდ ფულს ჯერ არავისთვის მოუტანია ბედნიერება. ყველაფერმა, და ასევე ფულმაც უნდა იმუშაოს თქვენზეც, და თქვენს სიამოვნებაზეც.

3. გარემო. ყოველთვის აირჩიეთ გარემო, სადაც საკუთარ პროექტებს აკეთებთ. იმუშაო კოლექტივში, რომელიც არ მოგწონს ან რომელიც არ გიღებს, დამანგრეველია. იქ არაფერი გამოგივათ.



<a href="http://www.psychologies.ru/">http://www.psychologies.ru/</a>