ჰოროსკოპი

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცი-ვერძი გაუთვალისწინებელია, მას უყვარს მოულოდნელობებით სავსე ურთიერთობები. ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალების მიმართ საკმაოდ დიპლომატიური და ტაქტიანია. ვერძების ენას და დათანხმების უნარს მაგიური ზემოქმედება გააჩნია, ასე რომ ფრთხილად იყავით.

კურო

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ კურო დაინტერესდა ქალით, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მას სურვილი უჩნდება სწრაფად დაეუფლოს და მისი ჟინიანობა აოგნებს ქალს. კუროსთვის სექსი - ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომლის დაკმაყოფილებისკენ ის დაჟინებით მიისწრაფის, სანამ სასურველს არ მიიღებს.

ტყუპები

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ხანდახან ძნელია ზუსტად განსაზღვრო, ამ ნიშნის წარმომადგენელი ცდილობს უბრალოდ დაგიმეგობრდეთ, თუ მოსწონხართ. მხოლოდ ურთიერთობის გამოცდილება კონკრეტულ ადამიანთან მოგცემთ ზუსტ წარმოდგენას მომავალი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. რაც შეეხება სექსს, ისინი სიამოვნებით თანხმდებიან ექსპერიმენტებს მესამე პარტნიორის მონაწილეობით, მოსწონთ სექსი სარკის წინ, შეუძლიათ გადაიღონ პროცესი ვიდეოზე.

კირჩხიბი

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ამ ნიშნის მამაკაცები ავსებენ ქალებს კომპლიმენტებით და ყურადღებით, მაგრამ მთავარია - გულწრფელად და მთლიანად იღებენ საკუთარ გულში. სექსუალურ სფეროში შეგიძლიათ ელოდოთ თქვენი ფანტაზიის რეალიზაციას. კირჩხიბი ორიენტირებას აკეთებს პარტნიორის უპირატესობებზე და იმახსოვრებს მის ეროგენულ ზონებს.

ლომი

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როცა ურთიერთობ ლომთან, აშკარად გჯერა, რომ მას ყველა საფუძველი აქვს დაუჯერებლად მაღალი თვითშეფასებისთვის. მას შეუძლია ღამე გაატაროს გარყვნილ ქალთან, მაგრამ საკუთარი თავისთვის ეძებს დედოფალს, და თუ დაინტერესდა თქვენით, ამას გაგრძნობინებთ დახვეწილი კომპლიმენტებითა და ძვირფასი საჩუქრებით. სექსში მოგიწევთ დაივიწყოთ სიტყვა „არა“ და „არ მინდა“ - არსებობს მხოლოდ მისი სურვილი.

ქალწული

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ურთიერთობების ისტორიები ამ ნიშნის მამაკაცებთან ყოველთვის საინტერესოა თავისი არასტანდარტულობით, რადგან პირველ ნაბიჯებს სწორედ ქალები დგამენ. იგივე სურათია ლოგინშიც. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის საერთოდ არ არის დაინტერესებული თქვენი ურთიერთობების ინტიმური სფეროთი. მაგრამ ეს მცდარი შეხედულება რომ გააქარწყლოთ, ძალა არ დაიშუროთ.

სასწორი

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ ოდესმე გქონიათ ხანგრძლივი რომანი ამ ნიშნის წარმომადგენლებთან, ალბათ იცით, რომ მათ წახალისება და გამხნევება სჭირდებათ, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის. სასწორთან რომანი - ეს არ არის მამაკაცის მიერ ქალის ერთი შეცდენის ისტორია, ეს მათი ერთობლივი მოძრაობაა ერთადერთი მიზნისკენ. მსგავსი მექანიზმი მოქმედებს ინტიმურ სფეროშიც. სასწორი ცდილობს, რომ მისმა პარტნიორმა განიცადოს მასთან ერთნაირი სიამოვნება.

მორიელი

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი - ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი ზოდიაქოს ნიშანია. ის არა მხოლოდ შეპყრობილია სექსით, არამედ იცის კიდეც, როგორ მიიღოს ის. მორიელი ნიჭიერი მაცდუნებელია, მას გააჩნია უნარი თითქმის ინსტინქტის დონეზე იპოვოს მისასვლელი გზა ყველა ქალთან. ურთიერთობების ინტიმური სფერო მორიელებთან ყველაზე დატვირთულია. იყავით მზად ყველაზე ექსტრავაგანტური სექსუალური ექსპერიმენტებისთვის.

მშვილდოსანი

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მშვილდოსნები - გამოცდილი მაცდუნებლები არიან, მათ შეუძლიათ ყველაზე მიუკარებელ ქალთანაც კი იპოვონ მისასვლელი გზა. ამ ზოდიაქოს ნიშნის ბევრმა მამაკაცმა არ იცის ერთგულება. ეცადეთ რაც შეიძლება დიდხანს გააჭიანუროთ შეყვარებულობის პერიოდი, სხვაგვარად მშვილდოსნისთვის მრავალრიცხოვანი ქალების სიაში ერთ-ერთი გახდებით. სექსში უპირატესობას ანიჭებენ მრავალფეროვნებას.

თხის რქა

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცი-თხის რქა თავს არიდებს იყოს კომპანიის ცენტრში და ხშირად შეუძლია საერთოდ განზე იდგეს, მაგრამ თუ თქვენ აგირჩიათ, პირდაპირ გაგრძნობინებთ ამას. მისი სექსუალური მოთხოვნილებები ძალიან დიდია, რადგან თავად ამ ნიშნის წარმომადგენლები ზედმეტად მომთხოვნები არიან. ასეთი მამაკაცებისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა სექსუალური ექსპერიმენტი, მათ შორის სასტიკიც. მაგრამ არ ღირს ამაში რეალური საფრთხის დანახვა.

მერწყული

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცებიდან, რომლებიც ჰაერის სტიქიას მიეკუთვნებიან, მერწყულები ერთადერთები არიან, ვისაც არ გააჩნიათ მიდრეკილება ღალატისკენ. მერწყულებს შეუძლიათ საათობით მოსინჯონ ალერსის სხვადასხვა სახეობები საყვარელ ქალზე, ყოველთვის პოულობენ ამაში ახალ შეგრძნებებს. მაგრამ ასეთი ქმედებები ქალების უმეტესობას არ მოსწონს - ის ზედმეტად მონოტონურია.

თევზები

რომელია ყველაზე კარგი მამაკაცი-საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თევზების სიმბოლო წინააღმდეგობას შეიცავს, და ასევე წინააღმდეგობრივია ამ მამაკაცების ბუნება. მათი მოტივები და სწრაფვა მუდმივ შინაგან კონფლიქტშია, ამიტომ არ უნდა ელოდოთ რაღაც მიზანმიმართულ არშიყობასა და ყურადღებას. სექსუალურ სფეროში თევზები მომთხოვნები და გაუთვალისწინებლები არიან. მათ არ გააჩნიათ განსაზღვრული მიდრეკილება, მაგრამ თევზების ნიშნის წარმომადგენლების უპირატესობები, ხშირად ექსტრავაგანტულ ფანტაზიად იქცევა, რომელსაც ყველა ქალი ვერ შეეგუება.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>