სტილი

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

1. ხაზგასმული სექსუალურობა

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

ვიწრო მინი-კაბები ღრმა დეკოლტეთი, განსაკუთრებით მაღალ ქუსლებთან, ძველმოდურ და ვულგარულად იერს შეგძენთ. დღეს მოდაშია თავშეკავებული ინტელიგენტურობა, კაბის თავისუფალი ჭრა და მიდი კაბები.

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

2. მაღალი ქუსლი ყველგან და ყოველთვის

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

კლასიკური წვრილი ქუსლი განკუთვნილია განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ფეხსაცმელი კი უზარმაზარ ქუსლზე ფარული პლატფორმით შორეული 2000-ების გადმონაშთს წარმოადგენს. თანამედროვე მოდის მიმდევრების არჩევანია - სტილური ფეხსაცმელი ბრტყელ ძირზე ან ზომიერად მაღალი ქუსლი.

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

3. დაბალწელიანი ჯინსები

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

ჯინსები და გარდერობის სხვა დაბალწელიანი ნივთები უკვე დიდიხანია არ არის აქტუალური. დღეს ტრენდული „ნორმალური“ და მაღალი წელია, რომლის წყალობითაც ფეხი ვიზუალურად უფრო გრძელი ჩანს, რაც ძალიან სასიამოვნოა.

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

4. ნივთები სტრაზებით

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

სტრაზები და სტრაზებისგან გაკეთებული მოხატულობები და წარწერები აღარ არის მოდაში. გინდათ რომ შეიტანოთ ბრჭყვიალება თქვენს გარდერობში? - ატარეთ მეტალიკის ფერის ქსოვილისგან შექმნილი ნივთები.

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

5. იდეალური ვარცხნილობა

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

მოდაშია ბუნებრიობა და უბრალოება, მსუბუქად აწეწილი თმა, რბილი ტალღები, ვარცხნილობიდან ჩამოვარდნილი კულულები. აი, ლაკით დაფარული ვარცხნილობები, თოჯინას კულულები და იდეალური ვარცხნილობა კი უკვე აღარ არის აქტუალური.

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

6. გრძელი ფრჩხილები

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

გრძელი ფრჩხილები - უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მსგავსი მანიკურის მფლობელი არ ერკვევა თანამედროვე მოდის ტენდენციებში. და თუ ის სპეციალური დიზაინით, სტრაზებითა და ნახატებით არის დამშვენებული - საერთოდ კატასტროფაა.

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

7. გადაჭარბებული მაკიაჟი

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით

დიდი სილიკონის მკერდი, დაბერილი ტუჩები, ხელოვნური წამწამები, კონტურინგი, გადაჭარბებული მაკიაჟი - უკვე არ არის აქტუალური. თუმცა, ეს ყველაფერი ადრეც მოყვარულის დონეზე იყო. მოდაშია მხოლოდ ბუნებრივი სილამაზე ან მისი ოსტატურად შექმნილი ილუზია.

7 ნიშანი იმისა, რომ ძველმოდურად გამოიყურებით



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>