ჯანმრთელობა

ალკოჰოლი, დეპრესია, პანიკური შეტევები - რა საიდუმლოებებს ინახავენ ვარსკვლავების ფსიქოთერაპევტები

ალკოჰოლი, დეპრესია, პანიკური შეტევები - რა საიდუმლოებებს ინახავენ ვარსკვლავების ფსიქოთერაპევტები

ალკოჰოლიზმი

ცნობილ სახეებს შორის დაძაბულობის მოხსნის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას ალკოჰოლი წარმოადგენს. რად ღირს მთვრალი ლინდსი ლოჰანისა და ბრიტნი სპირსის თავგადასავლები ან „ჰოლივუდის ყველაზე ნორჩი ალკოჰოლიკი ქალის“ დრიუ ბერიმორის ისტორია.

ალკოჰოლი, დეპრესია, პანიკური შეტევები - რა საიდუმლოებებს ინახავენ ვარსკვლავების ფსიქოთერაპევტები

გამაოგნებელია ამერიკელი მსახიობის უაინონა რაიდერის ისტორია, რომელმაც ჯონი დეპთან დაშორების შემდეგ სმა დაიწყო. ფსიქოთერაპევტს მსახიობმა მას შემდეგ მიმართა, რაც ანთებული სიგარეტით ხელში ჩაეძინა.

ალკოჰოლი, დეპრესია, პანიკური შეტევები - რა საიდუმლოებებს ინახავენ ვარსკვლავების ფსიქოთერაპევტები

ალკოჰოლიზმს ებრძვის ბრედ პიტიც. მსახიობმა აღიარა, რომ სწორედ ეს ჩვევა გახდა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების მიზეზი. ახლა პიტი ადასტურებს, რომ უარი თქვა სპირტიან სასმელებზე და ისინი შტოშის წვენით ჩაანაცვლა.

ალკოჰოლი, დეპრესია, პანიკური შეტევები - რა საიდუმლოებებს ინახავენ ვარსკვლავების ფსიქოთერაპევტები

დეპრესია

ალკოჰოლი, დეპრესია, პანიკური შეტევები - რა საიდუმლოებებს ინახავენ ვარსკვლავების ფსიქოთერაპევტები

დეპრესიას შეიძლება ნამდვილად ვუწოდოთ „ვარსკვლავური“ დაავადება. მომღერალი და მსახიობი დემი ლოვატო ნერვული ბულიმიას ებრძოდა, რომელიც ხანგრძლივი დეპრესიის ფონზე განვითარდა.

ანჯელინა ჯოლი დიდხანს განიცდიდა დეპრესიას. ეს კი მედიკოსების პროგნოზმა გამოიწვია, რომ კიბოთი დაავადების მაღალი რისკ ჯგუფში გახლდათ. ჯოლის ამის შემდეგ კანცეროფობია განუვითარდა - ეს მდგომარეობა ვლინდება როდესაც ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების მწვავე შიში აქვს.

ალკოჰოლი, დეპრესია, პანიკური შეტევები - რა საიდუმლოებებს ინახავენ ვარსკვლავების ფსიქოთერაპევტები

„ჰარი პოტერის“ ავტორმა, ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულინგმა აღიარა, რომ მას არაერთხელ უჩნდებოდა აზრი თვითმკვლელობის შესახებ. ამის მიზეზი გახდა დეპრესია, რომელიც ქმართან განქორწინების შემდეგ განუვითარდა.

ალკოჰოლი, დეპრესია, პანიკური შეტევები - რა საიდუმლოებებს ინახავენ ვარსკვლავების ფსიქოთერაპევტები

პანიკური შეტევები

ალკოჰოლი, დეპრესია, პანიკური შეტევები - რა საიდუმლოებებს ინახავენ ვარსკვლავების ფსიქოთერაპევტები

მტანჯველი შეტევები, რომლებსაც თან ახლავს აუხსნელი ამანდა სეიფრიდის, ემა სტოუნისა და კარა დელევინის მუდმივი თანამგზავრი გახლდათ. ამ მდგომარეობამ აიძულა კარა, რომ 16 წლის ასაკში დასახმარებლად სპეციალისტისთვის მიემართა. რის შემდეგაც ცოტათი შეუმსუბუქდა მდგომარეობა, მაგრამ სრულად განკურნება ვერ შეძლო.

პანიკურ შიშს პუბლიკის წინაში განიცდიან ბრიუს უილისი, ლეონარდო დი კაპრიო, კეტრინ დენევი, ჰიუ გრანტი და მეგან ფოქსი.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

ეს შიშის მომგვრელი დაავადება სინამდვილეში დაკავშირებულია ყველა ზემოჩამოთვლითან ყველაზე უწყინარი სიმპტომებით - აკვიატებული აზრებით.

ალკოჰოლი, დეპრესია, პანიკური შეტევები - რა საიდუმლოებებს ინახავენ ვარსკვლავების ფსიქოთერაპევტები

ლამაზმანმა შარლიზ ტერონმა არაერთხელ აღიარა, რომ აკვიატებული მდგომარეობის სინდრომით იტანჯება. ის განიცდის დიდ სურვილს ყოველთვის დისციპლინირებული და ორგანიზებული იყოს, და თუ შეამჩნევს თუნდაც მცირე ქაოსს კარადაში ან თაროზე, შეიძლება მთელი ღამეც კი არ დაეძინოს.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>