1. ვერძი - თქვენ გჭირდებათ სიყვარული, რომელიც სამუდამოა, სიყვარული, რომელიც მუდამ გაღელვებთ, რომელიც ცხოვრების სტიმულს გაძლევთ. გჭირდებათ ადამიანი, რომელიც არასოდეს დაიღლება იმით რომ გაჩვენოთ, როგორ უყვარხართ.
2. კურო - თქვენ არაამქვეყნიური სიყვარული გჭირდებათ, სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია რომანტიკაზე, სექსუალურ მიზიდულობაზე. გჭირდებათ მოფერება, ბევრი კოცნა და ჩახუტება.
3. ტყუპები - გჭირდებათ სიყვარული, რომელიც თავს დაგაკარგვინებთ, რეალობას მოგწყვეტთ და სხვა სამყაროში წაგიყვანთ. გსურთ გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელსაც თქვენი ყველაზე გიჟური იდეების მიღებაც კი არ გაუჭირდება და იფრენს თქვენთან ერთად.
4. კირჩხიბი - თქვენთვის სიყვარული ასოცირდება ორი ადამიანი მყარ სულიერ კავშირთან. სანამ ადამიანს სიყვარულზე დაეთანხმებით და სანამ ურთიერთობას დაიწყებთ, გსურთ იცოდეთ, რომ ეს კავშირი სამუდამო იქნება და არასოდეს დასრულდება. ეს იმიტომ, რომ როცა გიყვართ, გიყვართ მთელი გულით, ემოციურად საყვარელ ადამიანზე ხართ მთლიანად მიჯაჭვული და წარმოუდგენლად გაშინებთ მისი დაკარგვა.
5. ლომი - თქვენ გჭირდებათ სიყვარული, რომელსაც ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია და რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ აქვს. სიყვარული ლიმიტის გარეშე. გჭირდებათ ადამიანი, რომელიც შემოგხედავთ, ეყვარებით, პატივს გცემთ და მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხართ.
6. ქალწული - გინდათ ადამიანთან საოცარი ემოციური კავშირი იგრძნოთ და გსურთ, პარტნიორისგან სიყვარული მხოლოდ ერთი შეხედვით იგრძნოთ. გინდათ, რომ მან არა სიტყვებით, არამედ მოქმედებით დაგიმტკიცოთ სიყვარული.
7. სასწორი - გჭირდებათ სიყვარული, რომელიც სტაბილურობის განცდას მოგიტანთ, რომელიც დაგაძლევინებთ სირთულეებს და ცხოვრების ხალისს შეგმატებთ. გვერდით გჭირდებათ ადამიანი, რომელიც განუწყვეტლივ შეგახსენებთ იმას, თუ როგორ უყვარხართ. გჭირდებათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური კავშირი და ძალიან ბევრი ყურადღება.
8. მორიელი - თქვენ ვნებიანი და ცეცხლოვანი სიყვარული გჭირდებათ, რომელსაც ირგვლივ ყველაფრის დაწვა შეუძლია. გჭირდებათ სიყვარული, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ თქვენც კი გაშინებთ.
9. მშვილდოსანი - გჭირდებათ სიყვარული, რომელიც ერთგვარად გამოწვევა იქნება თქვენთვის. გინდათ გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელთან თანაცხოვრებაც საინტერესო თავგადასავალი იქნება, გჭირდებათ სიყვარული, რომელიც საზღვრებს არ დაგიწესებთ, არ შეგზღუდავთ და თავისუფლებას შეგინარჩუნებთ, გჭირდებათ ადამიანი, რომელიც მოგცემთ ფრთებს და ფრენის საშუალებას. თქვენ სწორედ ფრენისთვის დაიბადეთ.
10. თხის რქა - თქვენ არ გსურთ რომანტიკული სიყვარული, არ გიყვართ ოცნება. გჭირდებათ სიყვარული და საყვარელი ადამიანი, რომელიც მყარად დგას მიწაზე. გვერდით დისციპლინისმოყვარული ადამიანი გსურთ, რომელიც შრომისმოყვარეა და ყოველი ნაბიჯი წინასწარ აქვს დაგეგმილი და გათვლილი.
11. მერწყული - გჭირდებათ სიყვარული რომლის შესახებაც მთელი სამყაროს წინაშე სიამაყით ისაუბრებთ. გვერდით ისეთი ადამიანი გინდათ, რომელიც საზღვრებს არ დაგიწესებთ და პირიქით, საშუალებას მოგცემთ განვითარდეთ, იდეები განახორციელოთ, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენ გარშემო სრულყოფილი სამყარო შექმნათ.
12. თევზები - გჭირდებათ სიყვარული, რომელიც ყველაზე ფერად სიზმრებში გინახავთ. გსურთ, გვერდით ისეთი ადამიანი გყავდეთ, რომელიც დაგეხმარებათ აისრულოთ ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებები და ყველაზე უჩვეულო წარმოსახვები რეალობად აქციოთ, რომელიც გაუგებს თქვენს მეოცნებე ბუნებას, რომელიც დროდადრო ოცნებებიდან რეალობაში დაგაბრუნებთ.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://www.livingist.com">http://www.livingist.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია