20 ყველაზე ტრენდული საცურაო კოსტიუმი 2018 წლის ზღვის სეზონისთვის
- 03.04.2018
დროა, დაიწყოთ ზრუნვა შვებულებისთვის, ზღვის სეზონისთვის და უკვე შეარჩიოთ საცურაო კოსტიუმი. იმისთვის, რომ ზღვის სანაპიროზე სექსუალურად, მომხიბვლელად და ამავდროულად, მოდურად გამოიყურებოდეთ Trend.ge 2018 წლის ყველაზე ტრენდულ საცურაო კოსტიუმებს წარმოგიდგენთ.
1. მუქი ვარდისფერი საცურაო კოსტიუმი მაღალწელიანი ტრუსით, რომელიც ძალიან უხდება გარუჯულ სხეულს.
2. ვარსკვლავებით გაფორმებული შავი, ან მუქი ლურჯი საცურაო კოსტიუმი, რომლის ბიკინის თასმები ბანტებად იკვრება.
3. ერთიანი, რეტროს სტილის ზღვის სამოსი, ზოლებით.
4. რეტროს სტილის ევოლუცია - წითელი, ერთიანი და ძალიან სექსუალური საცურაო კოსტიუმი.
5. ცისფერი საცურაო კოსტიუმი, რომელზეც დატანილია ქამრის იმიტაცია და ეს დეტალი მას განსაკუთრებულობას ჰმატებს.
6. საცურაო კოსტიუმი, რომლის ბიკინისა და ბიუსტჰალტერის ფერები განსხვავებულია.
7. საცურაო კოსტიუმი მხრებზე გადაწეული ზედა ნაწილით.
8. რომანტიკული საცურაო კოსტიუმი ყვავილების პრინტით.
9. საერთოდ, 2018 წელს განსაკუთრებით ტრენდული ერთიანი საცურაო კოსტიუმებია, ეს კი, მისი ერთ-ერთი ვარიაცია გახლავთ.
10. წითელი და ძალიან სექსუალური საცურაო კოსტიუმი.
11. დღისა და ღამის, შავისა და თეთრის შესანიშნავი და ძალიან ელეგანტური კომბინაცია.
12. თინეიჯერული სტილი
13. ღია ვარდისფერისა და ნაცრისფერის ულამაზესი კომბინაციით შექმნილი სპორტული სტილის საცურაო კოსტიუმი.
14. საცურაო კოსტიუმი ცისარტყელას ფერებით.
15. შავი და ელეგანტური ზღვის სამოსი არშიებით.
16. სტანდარტული სტილის ღია ცისფერი ზღვის სამოსი.
17. ვარდისფერი, შავი და ნარინჯისფერი ზოლების კომბინაციით შექმნილი საცურაო კოსტიუმი.
18. ერთიანი, მხრებზე გადაწეული საცურაო კოსტიუმი.
19. ერთიანი, რეტროს სტილის, ვარდისფერი ზღვის სამოსი.
20. ღია და მუქი ცისფერისგან შექმნილი რომანტიკული საცურაო კოსტიუმი.
თემები: ტრენდი, საცურაო კოსტიუმი, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>