LIFE

7 ნიშანი იმისა რომ ინტელექტუალი ხართ და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცით

7 ნიშანი იმისა რომ ინტელექტუალი ხართ და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცით

ფიქრობთ, რომ ინტელიგენტი ხართ? - თუ ადამიანების უმეტესობას ჰგავხართ, ალბათ ამ კითხვას უარყოფითად უპასუხებთ და იტყვით, რომ არ ხართ ინტელექტუალი. თუმცა, შესაძლოა, ცდებით და იმაზე გაცილებით ჭკვიანი და ინტელექტუალი ხართ, ვიდრე ფიქრობთ.

ინტელექტის დონე არ განისაზღვრება მხოლოდ სხვადასხვა ტესტებსა და გამოცდებში მიღებული A შეფასებით.

ინტელექტი არის ცოდნის, შემოქმედებითი აზროვნებისა და დამოუკიდებლად ფიქრის უნარის ერთობლიობა.

ფსიქოლოგები ავლენენ 7 მიზეზს, რომელთა გამოც იმაზე უფრო მეტად ჭკვიანი და ინტელექტუალი ხართ, ვიდრე თავად ფიქრობთ.

1. საქმის ძირითად ნაწილს ღამით აკეთებთ, გვიანობამდე არ იძინებთ - შესაძლოა, არ გჯერათ, მაგრამ კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ, არიან უფრო მეტად ჭკვიანები, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ადრე მიდიან დასაძინებლად.

7 ნიშანი იმისა რომ ინტელექტუალი ხართ და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცით

2. თუ ინტროვერტი ხართ, გიყვართ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, დროის მარტო გატარება - კვლევის თანახმად, ინტროვერტები უფრო ინტელექტუალები არიან. კვლევა აჩვენებს, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისა და სტუდენტების 60% ინტროვერტია. გერმანელი ფსიქოლოგი, ჰანს ეისენკი წერს, რომ ინტროვერტის ტვინი სხვანაირად მუშაობს, მას სხვა ადამიანებთან შდარებით უკეთ დამახსოვრების და ინფორმაციის უკეთ აღქმის უნარი აქვს.

7 ნიშანი იმისა რომ ინტელექტუალი ხართ და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცით

3. შეგიძლიათ ადამიანების გაცინება - კვლევა აჩვენებს, რომ იუმორის მქონე ადამიანებს სხვებთან შედარებით IQ-ს მაღალი მაჩვენებელი აქვთ. მხიარული ადამიანები არიან უფრო შემოქმედებითები და უფრო ჭკვიანები.

7 ნიშანი იმისა რომ ინტელექტუალი ხართ და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცით

4. იცით, რომ ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია - ჭკვიანმა ადამიანმა იცის, რომ ყველაფერი ვერ ეცოდინება. ის ყოველივეს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს. არ უჭირს აღიარება იმისა, რომ რაღაც არ იცის და ყოველთვის მზადაა, რომ ისწავლოს რაღაც ახალი.

7 ნიშანი იმისა რომ ინტელექტუალი ხართ და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცით

5. თუ ძალიან ცნობისმოყვარე ხართ - აინშტაინი ამბობდა - „მე არ მაქვს განსაკუთრებული ნიჭი, უბრალოდ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ“. ცნობისმოყვარე ადამიანები ინტერესდებიან ყველაფრით და ამის გამო ისინი დიდ ინტელექტს იძენენ.

7 ნიშანი იმისა რომ ინტელექტუალი ხართ და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცით

6. ხართ გონებაგახსნილი და გაქვთ სხარტად აზროვნების უნარი - შეგიძლიათ, მარტივად მიხვდეთ ესა თუ ის იდეა იქნება თუ არა წარმატების მომტანი. შეგიძლიათ, მარტივად დაამუშავოთ ნებისმიერი სირთულის ინფორმაცია, სხარტად მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.

7 ნიშანი იმისა რომ ინტელექტუალი ხართ და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცით

7. ხართ მგრძნობიარე და შეგიძლიათ სხვების მიმართ პატივისცემის გამოხატვა - ინტელექტუალი ადამიანები ყოველთვის გამოხატავენ პატივისცემას ხვების მიმართ. არ უჭირთ სხვების მიღწევების აღიარება. ამავდროულად, შეუძლიათ სხვებისადმი მხარდაჭერის გამოხატვა. ისინი ემოციური მდგრადობით გამოირჩევიან.

7 ნიშანი იმისა რომ ინტელექტუალი ხართ და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცით



<a href="https://ideapod.com/">https://ideapod.com/</a>