ჯანმრთელობა

ქალები დიდი უკანალით უფრო ჭკვიანები და ჯანმრთელები არიან - ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის შედეგი

ქალები დიდი უკანალით უფრო ჭკვიანები და ჯანმრთელები არიან - ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის შედეგი

თუ კიმ კარდაშიანის, ჯენიფერ ლოპესისა და ბიონსეს მსგავსად დიდი უკანალი გაქვთ, შეგიძლიათ იამაყოთ და ეს ფაქტი შამპანურითაც კი აღნიშნოთ, რადგანაც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ქალები, რომლებსაც დიდი უკანალი აქვთ, უფრო ჭკვიანები და ჯანმრთელები არიან.

მკვლევარებმა 16 000 ქალის მონაცემები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ასეთი ქალები მხოლოდ ინტელექტით კი არ გამოირჩევიან, არამედ გამოირჩევიან განსაკუთრებული იმუნიტეტით სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

ქალები დიდი უკანალით უფრო ჭკვიანები და ჯანმრთელები არიან - ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის შედეგი

„ქალებს ფართო თეძოებითა და დიდი უკანალით აქვთ განსაკუთრებული გამძლეობა და იმუნიტეტი დაავადებების მიმართ და ისინი დიდხანს ინარჩუნებენ ფიზიკურ სიჯანსაღეს“, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინოს მანოლოპოულოსი.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქალებს დიდი უკანალით აქვთ ორგანიზმში ქოლესტერინისა და გლუკოზის დაბალი მაჩვენებელი და ამავდროულად, ომეგა 3-ის მაღალი შემცველობა.

ასეთი ქალების ორგანიზმი შეიცავს დიდი რაონებოთ იმ ჰორმონს, რომელსაც აქვს დიაბეტის საწინააღმდეგო ფუნქცია და ასევე ებრძვის ინფექციებს. ამ ქალებში იშვიათია ასევე გულის დაავადებები.

ასე რომ, გილოცავთ თუ დიდი უკანალი გაქვთ, თქვენ სხვებთან შედარებით ჯანმრთელები ხართ და შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ უფრო დიდხანს იცოცხლებთ.



<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>