14 ფაქტი, რომლებიც სისულელედ გეჩვენებათ, მაგრამ ეს აბსოლუტური სიმართლეა
- 07.04.2018
1. საშინელებათა ფილმებში მკვლელობის იარაღი - ბენზოხერხი - თავიდან განკუთვნილი იყო მშობიარობის დროს დასახმარებლად.
2. წავებს ხელიხელჩაკიდებულებს სძინავთ, რათა ისინი წყალმა არ წაიღოს ღია ზღვაში.
3. დაჭრილი ან შეშინებული ოპოსუმი მომაკვდავი ვარდება, უშეშდება თვალები, პირიდან გადმოდის ქაფი, ანალური ჯირკვლებიდან კი ამოსდის მყრალი სუნი. იმის შემდეგ რაც საშიშროება ჩაივლის, ცხოველი სასწაულად ცოცხლდება და კარგად გრძნობს თავს.
4. კორეაში იმ დროს, რომლის განმავლობაშიც პატარა დედის მუცელში იმყოფება, მის ასაკს აწერენ.
5. ახალი ავტოკალამის შემოწმებისას, ადამიანების 97 % საკუთარ სახელს წერს.
6. ადამიანები, რომლებიც ძილის წინ მუსიკას უსმენენ, უფრო სწრაფად იძინებენ, უფრო დიდხანს სძინავთ და უფრო იშვიათად იღვიძებენ ღამე.
7. უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება პარლამენტ-სკვერში ძაბვის ქვეშ დგას - რათა მას მტრედები არ დასხდნენ.
8. ჩინეთის ზოგიერთ რაიონში შაქრის ნაცვლად ჩაიში მარილს იყრიან.
9. 70-იან წლებში ბელგიაში სკოლის სასადილოებში ბავშვებს ლუდს ასმევდნენ, და ეგონათ, რომ ის გაზიან სასმელებზე უფრო სასარგებლო იყო. ითვლებოდა, რომ ამ სასმელის დახმარებით ბავშვები უფრო სწრაფად გაიზრდებოდნენ. ასევე ფიქრობდნენ, რომ ლუდი არანაკლებ სასარგებლო იყო ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის, ვინაიდან ის ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდებოდა.
10. მინიონები - ეს არა მხოლოდ ყვითელი არსებები არიან მულტფილმებიდან. საფრანგეთის სამეფო კარზე მინიონებს მეფის ფავორიტებს, საუკეთესო მეგობრებს, ხანდახან კი სამეფო პერსონის საყვარლებსაც უწოდებდნენ.
11. ბრაზილიაში კანონით ნებადართულია პატიმრობის ვადის შემცირება წაკითხული წიგნების ხარჯზე.
12. ჩაჩხვლეტილი ნიკაპი - ეს გენეტიკური მუტაციაა. მუტირებული გენები, რომლებიც ნაჩხვლეტებს იწვევენ, თითოეული მშობლის სასქესო უჯრედების შიგნით ჩნდებიან.
13. კვლევის მიხედვით, რაც უფრო დიდია მუცელი, მით უფრო კარგი ბოიფრენდი და ქმარი იქნება მამაკაცი. დასადასტურებლად მოყვანილია შემდეგი ფაქტები: მსუქან მამაკაცებს ყოველთვის მოეძებნებათ დრო თავისი პარტნიორისთვის. ზედმეტი წონის მიუხედავად, მათ მაღალი თვითშეფასება აქვთ. ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში და ალერსიანები არიან.
14. 30 წლის შემდეგ ყოველ 10 წელიწადში ადამიანის სიმაღლე მცირდება 1 სმ-ით. ადამიანები იმიტომ კარგავენ სიმაღლეს, რომ ხერხემალში ხდება მალთა შორის დისკების გაუწყლობა და ისინი იკუმშება. ასევე დაბერებული ხერხემალი შეიძლება გაიღუნოს, მალები კი დაიმსხვრეს.
თემები: ურთიერთობა, რჩევები, საინტერესო, საინტერესო ამბები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია