1. გულამოჭრილი მაისურები
გულამოჭრილი მაისურები ხშირად უადგილოა. რა კარგია, რომ ასეთი მაისურები წარსულს ჩაბარდა. ზაფხულის ცხელ დღეებში თავისუფალი სტილის თხელი ბამბის მაისურები გადაგარჩენთ.
2. ჯინსები სკინი
მჭიდრო ჯინსები სკინი თანდათან ტოვებენ მოდას. აირჩიეთ ჯინსი, რომელიც მხოლოდ ქვევით ვიწროვდება ან ნაჭრის შარვლები, რომლებიც ფეხზე არ არის გამოყვანილი.
3. სპორტული ვიწრო შარვლები ქალაქში
ასეთი შარვლები განკუთვნილია მხოლოდ ვარჯიშისთვის, და არა ქალაქში სეირნების დროს ან პაემანზე. თუ მაინცდამაინც გასეირნების დროს გინდათ თავისუფალი ტანსაცმლის ჩაცმა, შეცვალეთ ისინი ტილოს შარვლებით.
4. საზაფხულო შორტები უამრავი ჯიბით
ისინი არასოდეს არ იყვნენ ტრენდულები, მაგრამ მათ მაინც ყიდულობენ და იცვამენ. მსგავსი შორტები უხდება აგარაკზე მუშაობას ან მდინარეზე დასვენებას, მაგრამ არანაირად ქალაქს...
5. დუტის ქურთუკი + კლასიკური კოსტიუმი
კლასიკური ფეხსაცმლის, კოსტიუმისა და დუტის ქურთუკის შეხამება უაზროდ გამოიყურება, განსაკუთრებით თუ ხელში დიპლომატი გიკავიათ. კლასიკურ სტილს უხდება სწორი ორღილიანი პალტო და ტრენჩი. მამაკაცის პალტოების მოდელებს შორის ახლა ტრენდულია მილიტარი და ოვერსაიზი.
6. ტყავის ქურთუკები უამრავი დეკორით
შეცვალეთ ასეთი ქურთუკები ჩვეულებრივი ტყავის ან ჯინსის ქურთუკით. ფერი შეიძლება იყოს ნებისმიერი. და თუ გინდათ რომ განსაკუთრებულად მოდურად გამოიყურებოდეთ დაიმახსოვრეთ: 2018 წლის წამყვანი ტრენდია - ლოგომანია. მოძებნეთ ქურთუკები ცნობილი ბრენდების ლოგოტიპებით.
7. კონტრასტი წინდებსა და ფეხსაცმელს შორის
განსაკუთრებით, თუ წინდა შავია, ბოტასები კი - თეთრი (იგივე სიტუაციაა თეთრ წინდასა და შავი ფეხსაცმლის შეხამებასთან). მუქი და ღია ფერების კონტრასტი უაზროდ გამოიყურება და აფუჭებს მთელ სტილს. ბოტასებთან აირჩიეთ უყელო წინდა, ფეხსაცმელთან კი - იგივე ფერის წინდა.
8. ჩალის ქუდი
ასეთი ქუდები დაახლოებით 7 წლის უკან იყო აქტუალური. ახლა ტრენდულია „ბეისბოლის“ ქუდები. ცხელი ზაფხულის დღეებისთვის შეიძლება აირჩიოთ ქუდი, რომელიც დამზადებული იქნება ნატურალური თხელი ქსოვილისგან.
თემები: სტილი, მამაკაცები, ჩაცმულობა, 2018 წლის ტენდენციები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>