თბილისის კინოთეატრებში, 19 აპრილიდან გენიალური რეჟისორის უეს ანდერსონის სათავგადასავლო ანიმაცია „ძაღლების კუნძული“ გამოდის. მაყურებელი ამ ანიმაციის გამოსვლას ერთ წელზე მეტია ელის. ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე, ამ ფილმით უეს ანდერსონმა - „საუკეთესო რეჟისორის“ წოდება დაიმსახურა.
ხელწერა, რომელიც უეს ანდერსონს, სხვა რეჟისორებისაგან გამოარჩევს, შენარჩუნებულია მის ახალ ანიმაციურ ფილმშიც. საინტერესო სიუჟეტი, რომელიც მომავლის იაპონიაში მიმდინარეობს, გრაფიკული შესრულება, საოცარი მუსიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეუდარებელი გახმოვანება, ეს ყველაფერი ერთად, მაყურებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ანიმაციის პერსონაჟებს ახმოვანებენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: ბრაიან კრენსტონი, ედუარდ ნორტონი, სკარლეტ იოჰანსონი, იოკო ონო, ტილდა სუინტონი, ბილ მიურეი და სხვები.
უეს ანდერსონმა, რომელიც „ძაღლების კუნძულის“ სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერიც თავად არის, მოგვიყვა კარგი ზღაპარი, რომლის გადმოცემის და ჩვენების საუკეთესო გზას მიაგნო და საბოლოოდ შექმნა აკირა კუროსავასეული ჰოლივუდური ანიმაცია. ეს ანიმაცია არის ყველასთვის, მაყურებლის ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ასე რომ, კინოთეატრში დიდ ეკრანზე „ძაღლების კუნძულის“ ნახვა, დიდი სიამოვნება იქნება ნებისმიერისთვის.
აფიშა:
https://www.kinoafisha.ge/movie/current/?id=5ad4510095616755970fd1c7
ტრეილერი:
https://www.youtube.com/watch?v=SjvyMQjzsXQ
თემები: კინო, ფილმი, ძაღლები, უეს ანდერსონი, კინოთეატრი, აფიშა
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია