ჰოროსკოპი

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2017 წელი ცეცხლოვანი მამლის მფარველობის ქვეშ იქნება. მამლის წელი იქნება ძალიან ნაყოფიერი და ყველა ზოდიაქოს ნიშანს მიეცემა შანსი გამოავლინოს საკუთარი თავი. თითქმის ყველას პოზიტიური ცვლილებები ელის, როგორც კარიერულ, ისე სოციალურ სფეროში. როგორც ცნობილია, მამალში ცხოვრობს 5 კეთილი თვისება: ვაჟკაცობა, სიკეთე, ერთგულება, ღირსება და თავისუფლება. ზუსტად ეს თვისებები უნდა განვავითაროთ მომავალ წელიწადს.

ვერძი

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

კუთვნილი დასვენება!

წინა ორი რთული წელიწადი, რომლის დევიზი იყო - “მთელი ცხოვრება ომია” - წარსულს ჩაბარდა. დროა მიიღოთ უკვე საზღაური, რაც პატიოსანი შრომით გეკუთვნით. მართალია, ვერ ვიტყვით იმას, რომ ყველაფერი თავისით დაგემორჩილებათ. ცოტა მონდომება და დაკვირვება ყველა საკითხს სჭირდება.

კურო 

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

დროა ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ!

მაიმუნის წელიწადი მთავრდება, ესე იგი, უკან დაიხევს წარუმატებლობა, დამარცხებები, შფოთვა და ღელვა. დასვენებისა და მხიარულების დრო მოვიდა! ვარსკვლავები რა თქმა უნდა, გარანტიას ვერ მოგცემენ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება როგორც დაგეგმეთ, მაგრამ ემოციური და ფინანსური ტრავმების კომპენსაციას თამამად შეგიძლიათ ელოდოთ.

ტყუპები

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

პოზიტივის დროა!

მამლის წელი სავსეა სასიხარულო შთაბეჭდილებებით და წარმატებული საწყისებით. ყოველმხრივ პოზიტიური ეტაპი იწყება ტყუპებისთვის. ჰაერში ჯადოსნურ ენერგეტიკას შეიგრძნობთ!

კირჩხიბი

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

ნახვამდის მძიმე ტვირთო!

ფორტუნა ძალიან საინტერესო ადამიანებს შეგახვედრებთ, რომლებიც შემდგომ ერთგული მეგობრები გახდებიან. შესაძლოა მათი ჩარევით თქვენ კარიერულსა და პიროვნულ წინსვლებს მიაღწიოთ. რაც მთავარია, იმ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებით, რომელიც წინა წელს ტვირთად გედოთ, მამლის წელიწადში ბევრად უფრო მსუბუქად იგრძნობთ თავს.

ლომი

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

ყველაფერში გაგიმართლებთ!

ლომის ნიშანი მიჩვეულია მუდმივ ბრძოლას, ამიტომ როდესაც გამარჯვებებს ადვილად მოიპოვებთ, ცოტათი დაბნეული დარჩებით. ბედი მოგახვედრებთ მრავალ მოულოდნელ სიტუაციაში, რომელსაც მხოლოდ პოზიტიური შედეგი ექნება. 

ქალწული

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

შემართება გამარჯვების მთავარი იარაღია!

უმჯობესია მყარი იყოთ თქვენს პოზიციებში და ნაბიჯებში. მსგავსი შემართება საშუალებას მოგცემთ გადალახოთ სირთულეები, რომლებიც მამალმა მოგიმზადათ. შეარჩიეთ ეშმაკური ხერხები და სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ.

სასწორი

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

ყველა დავალებას შეასრულებთ!

ბედი მოგანიჭებთ სასწორებს შანსებს გააუმჯობესოთ თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა, მთავარია არ გამოტოვოთ შესაძლებლობები. როდესაც ჩაერთვებით რაიმე პროექტში, შეეცადეთ, რომ მთელი გონება და გული ჩადოთ მასში. წარმატების შემდგომ თავს უფრო რეალიზებულად იგრძნობთ.

მორიელი

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

დიდი ცვლილებების ზღურბლზე!

მორიელები მივლენ ცვლილებების იმ ეტაპზე, რომლის შემდეგაც ცხოვრებას დაჰყოფენ ორად - “ადრე” და “ახლა”. სიახლეების ტალღამ შეიძლება ბოლომდე გაგიტაცოთ და უარი თქვათ წინა მოსაწყენ სამსახურზე ან საქმიანობაზე. ეს ცვლილებები თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის.

მშვილდოსანი

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

მრავალი პერსპექტივა!

ამ ნიშნის ოპტიმისტურ ნატურას და ენერგეტიკულ ხასიათს მრავალი პერსპექტივა ეხსნება წინ. მშვილდოსნები შეძლებენ პრობლემურ სიტუაციებს გარედან დააკვირდნენ და გადაწყვეტილება მიიღონ ზედმეტი შფოთვის და ნერვიულობს გარეშე. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან!

თხის რქა

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

საკუთარ თავზე ზრუნვის დროა!

ვარსკვლავები გირჩევენ სწორად გადაანაწილოთ პრიორიტეტები. დასაწყისისთვის საკუთარ თავში გაერკვიეთ, მიაღწიეთ შინაგან ჰარმონიას. აღქმის ახალი პერსპექტივა საშუალებას მოგცემთ შეხედოთ ყველაფერს გაცილებით მარტივად და მეტი სიამოვნება მიიღოთ ცხოვრებისგან.

მერწყული

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

ეს თქვენი წელიწადია!

2017 წელი მის ყველანაირ ასპექტში - მერწყულის წელია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მამალი და მერწყული ბუნებით ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. ისინი ხელოვანი ადამიანები არიან, რომლებსაც არ სურთ სირთულეების აკიდება მხრებზე და ყველაფერს უფრო მარტივად უყურებენ. ამ ნიშნით დაბადებულებს გექნებათ უამრავი შანსი გამოავლინოთ თქვენი ინდივიდუალიზმი.

თევზები

2017 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის!

დასრულდა უტოპია!

2017 წელი მრავალი თევზისთვის გახდება მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ დასრულდება მათი სტაგნაციის პერიოდი, რომელიც თითქმის ათი წელიწადი გრძელდებოდა. ისინი თითქოს გაიღვიძებენ ზამთრის ძილისგან და იგრძნობენ გასაოცარ ენერგეტიკულ მუხტს.