LIFE

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულმა არ იცის ეროვნება და კანის ფერი

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულმა არ იცის ეროვნება და კანის ფერი

სიყვარულს საზღვრები არ აქვს. როცა ორ ადამიანს აქვთ მსგავსი ღირებულებები და უბრალოდ, უყვართ ერთმანეთი, ვის ადარდებს ეთნიკური წარმომავლობა, თუ კანის ფერი?!

ვნახოთ პოპულარული ადამიანები, სხვადასხვა ეროვნების ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულისთვის არანაირი საზღვრები არ არსებობს.

1. მარკ ცუკერბერგი და პრინცილა ჩანი - „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა თავისი მომავალი მეუღლე ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. მარკისა და პრისცილას საქორწინო ცერემონია მათივე სახლის ეზოში შედგა 2012 წელს. დღეს ისინი ორი გოგონას მშობლები არიან და თავს ბედნიერად გრძნობენ.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულმა არ იცის ეროვნება და კანის ფერი

2. დოუთსენ კრუსი და სანერი ჯეიმსი - დოუთსენი Victoria’s Secret-ის ანგელოზი, ხოლო სანერი სარმატებული დიჯეია. ეს ორი 2010 წელს დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს და თავს ბედნიერად გრძნობენ. 

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულმა არ იცის ეროვნება და კანის ფერი

3. ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგანი - მათი სიყვარულის ისტორია სირთულეებით იყო სავსე, თუმცა წყვილმა ყველანაირი სირთულე დაძლია და დღეს ჰარმონიულად ცხოვრობენ. ჯონმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერა “All of Me” თავის ცოლს მიუძღვნა. მათ ერთი გოგონა ჰყავთ და მეორე შვილს ელოდებიან. 

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულმა არ იცის ეროვნება და კანის ფერი

4. კიმ კარდაშიანი და კენი უესტი - ამ წყვილის ცხოვრება მუდამ მედიის განხილვის საგანია. კარდაშიანი და უესტი ოფიციალურად 2014 წლის 24 მაისს დაქორწინდნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს. 

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულმა არ იცის ეროვნება და კანის ფერი

5. მეთიუ მაკკონაჰი და კამილა ალვეში - მეთიუ ახლა 3 შვილის მამაა, თუმცა იყო დრო, როცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის ოდესმე ოჯახს შექმნიდა. მეთიუ და კამილა 2006 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და 12 წელია, რაც დაქორწინებულები არიან. 

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულმა არ იცის ეროვნება და კანის ფერი

6. ჯოშ ჰოლოუეი და იესიკა კუმალა - ჯოში სერიალ „დაკარგულების“ გადაღების პერიოდში ხვდებოდა იესიკა კუმალას, რომელიც ინდონეზიელია და ჩინელი წინაპრები ჰყავს. 2004 წლის პირველ ოქტომბერს წყვილის ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა. მათ ორი შვილი ჰყავთ. 

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულმა არ იცის ეროვნება და კანის ფერი

7. რობერტ დე ნირო და გრეის ჰოთოუერი - რობერტ დე ნირო და გრეისი 1997 წლიდან ქორწინებაში არიან. მათი სასიყვარულო ისტორია ზღაპარს ჰგავს. რობერტი და გრეისი ერთმანეთს რესტორანში შეხვდნენ. გრეისი რესტორანში მუშაობდა. საინტერესო ის არის, რომ რობერტი მან ვერ იცნო. წყვილს ორი შვილი ჰყავს. 

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულმა არ იცის ეროვნება და კანის ფერი

8. ვუდი ალენი და სუნ ი პრევინი - წყვილის ცხოვრება წინააღმდეგობებით იყო სავსე, თუმცა მათ შეძლეს ბედნიერი ქორწინების შენარჩუნება. ისინი 1993 წლის 23 დეკემბერს დაქორწინდნენ და 2 ბავშვი იშვილეს. 

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულმა არ იცის ეროვნება და კანის ფერი

9. ჯორჯ ლუკასი და მელოდი ჰობსონი - „ვარსკვლავური ომებისა“ და :ინდიანა ჯონსის“ შემქმნელი, ჯორჯ ლუკასი ბიზნესვუმენ მელოდი ჰობსონს ბიზნეს კონფერენციაზე შეხვდა. 7 წლიანი რომანის შემდეგ, 2013 წლის 22 ივნისს წყვილი დაქორწინდა. ისინი ბედნიერად ცხოვრობენ და ერთი შვილი ჰყავთ. 

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულმა არ იცის ეროვნება და კანის ფერი

10. სერენა უილიამსი და ალექსის ჩანიანი - ბიზნესმენი და ჩოგბურთელი გასულ წელს დაქორწინდნენ და მშობლებიც გახდნენ. წყვილის ურთიერთობა 2015 წელს რომში დაიწყო და ბედნიერად გრძელდება.

ვარსკვლავური წყვილები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარულმა არ იცის ეროვნება და კანის ფერი



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>