გავიგოთ, როგორი აქსესუარებია 2018 წელს ზაფხულში ტრენდული, როგორია ჩანთების, სათვალეებისა, თუ შარფების მთავარი ტენდენციები. დიზაინერები არჩევანს, ნათელ, ხასხასა და მხიარულ ფერებზე აჩერებენ. აქსესუარების უმეტესობის შექმნის ინსპირაციის წყარო ველური დასავლეთია.

1. მოდურია ღია ფერის ჩანთები, ფოჩებით - შეგიძლიათ, არჩევანი თეთრ ფერზეც შეაჩეროთ. ის შეიგიძლიათ ატაროთ ზაფხულის ყველანაირ სამოსთან, როგორც გრძელ, ასევე მოკლე კაბებთან, ასევე უხდება შორტებსა და კლასიკურ შავ შარვალსაც კი.

2. მრგვალი საყურე შავი ფოჩებით - გაითვალისწინეთ, რომ საყურე აუცილებლად დიდი უნდა იყოს. დაივიწყეთ სისადავე.

3. ფერადი საყურე - ასეთი სტილი განსაკუთრებით ზღვის სანაპიროს მოუხდება.

4. მოდაშია დაწნული ქუდი, შლაპა - 2018 წლის ზაფხული ამ აქსესუარის გარეშე წარმოუდგენელია.

5. ფერადი აქსესუარებით გაფორმებული ჩანთა - ის შეგიძლიათ ზურგჩანთის, ასევე ხელჩანთის ფუნქციითაც გამოიყენოთ.

6. კიდევ ერთი ტრენდული ჩანთა მოდური ქალებისთვის.

7. დიზაინერები გვირჩევენ, რომ შარფის შერჩევის დროს ყურადღება მის სისადავეს მივაქციოთ და და არ შევარჩიოთ ფერადი - სჯობს, შარფი სადა იყოს და მას ფერადი საყურე შეუსაბამოთ.

8. და ბოლოს, 2018 წლის ყველაზე ტრენდული სათვალეები.