მერე რა რომ მოდელებივით მაღალი არ ხართ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ არაფერი გიხდებათ. ნუ იდარდებთ თქვენს სიმაღლეზე. შეარჩიეთ სწორად სამოსი, თავი თავდაჯერებულად იგრძენით და ნახავთ, რომ გარშემო ყველაზე მომხიბვლელები იქნებით.
ვნახოთ, როგორია ზაფხულის ყველაზე ტრენდული კაბები პატარა ტანის გოგონებისთვის:
1. ბოლოში გაშვებული, წინ მოკლე და უკან ცოტა გრძელი კაბა, არშიებით - როცა კაბის წინა ნაწილი უფრო მოკლეა, ფეხები უფრო გრძელი ჩანს.
2. თეთრი და ცისფერ ზოლებიანი მოკლე კაბა პერანგის საყელოთი და ქამრით - ეს ძალიან მოკლე და ზოლებიანი კაბა ქმნის ილუზიას, რომ მაღალი ხართ. გარდა ამისა ის ძალიან ლამაზია.
3. კაბა, რომლის სიგრძეც მუხლს ქვემოთაა, თავისუფალი სტილის, მკერდთან ქამრით - ეს ჰაეროვანი კაბაც ქმნის ილუზიას, რომ უფრო მაღალი ხართ.
4. ღია ფერის მოკლე კაბა არშიებით.
5. ჰორიზონტალური ნაცრისფერი და შავი ზოლებით გაფორმებული კაბა ქამრით.
6. მოკლე კაბა არშიებით
თემები: ტრენდი, რჩევები, ჩაცმულობა, ტენდენციები ქართული მოდის სახლებისგან, 2018 წელი, 2018 წლის ტენდენციები
<a href="http://www.instyle.com">http://www.instyle.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია