ცნობილი მასწავლებლის 8 რჩევა - როგორ ესაუბროთ შვილებს სიყვარულის ენაზე
- 26.04.2018
ბავშვების აღზრდა არ არის ადვილი. რაც უფრო იზრდებიან ისინი, მით უფრო რთული კითხვები ჩნდება მშობლების წინაშე. ცნობილი პედაგოგი და ფსიქოლოგი, ჰუმანური პედაგოგიკის შემქმნელი შალვა ამონაშვილი მშობლებს საინტერესო რჩევებს უზიარებს, თუ როგორ გაზარდონ ბედნიერი ბავშვები.
1. მშობლებმა შვილებს ხელი შეუწყონ და განავითარონ მათში სილამაზის გრძნობა
ეცადეთ უზრუნველყოთ თქვენი პატარა მეტყველების სილამაზით, თბილი ოჯახური ატმოსფეროთი, ხშირად გაასეირნოთ ბუნებაში, დაათვალიერებინეთ ლამაზი სურათები, წაუკითხოთ კეთილი წიგნები. ყველაფერი ეს დაეხმარება ჰარმონიულად განვითარდეს.
2. მთავარი მიზანია - აღზარდო კეთილშობილი და დიდსულოვანი ადამიანი
ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ საკუთარ მაგალითზე: აჩუქეთ სხვას ღიმილი, საჭირო ნივთი, სასიხარულო ამბავი, ჩაიდინეთ კარგი საქციელი - სწორედ ასე ვლინდება დიდსულოვნობა.
3. ბავშვთან უნდა ისაუბროთ როგორც დიდთან
ბავშვებს არ უყვართ, როცა მათთან ენის მოჩლექით ლაპარაკობენ, მაგრამ მათ ესმით და აფასებენ, როცა მათ პატივს სცემენ და ითვალისწინებენ მათ აზრს.
4. არ შეიძლება მოტყუება, უხეშად ლაპარაკი და დაცინვა
უხეშობა, ტყუილი, დაცინვა და სისასტიკე დაუშვებელია ბავშვთან მოპყრობისას. ბავშვები ხდებიან სასტიკები მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც სასტიკად ეპყრობიან მათ. მოერიდეთ გაღიზიანებას: ეს აღზრდის მთავარი მტერია.
5. ასწავლეთ მას იყოს ყურადღებიანი
ყურადღების, დაკვირვების გარეშე ძნელია ისწავლო, გაიგო ახალი, აღმოაჩინო კანონები, აღიქვა სამყარო მთელი მისი სილამაზით. აღზრდაში პირველი ადგილი ეკუთვნის სილამაზის აღქმას. ასწავლეთ ბავშვს დაინახოს და გაიგოს ყველაფერი ლამაზი.
6. დააინტერესეთ თქვენი საქმეებით
პატარა ბავშვებს ძალიან აინტერესებთ მონაწილეობის მიღება მშობლების საქმეებში. ნუ აუკრძალავთ თქვენს დახმარებას - ასე თქვენ არა მხოლოდ გაზრდით თქვენი ბავშვის ცოდნისა და უნარის დონეს, არამედ მისი სახით შეიძენთ ერთგულ დამხმარეს.
7. გაიგეთ მისი ხასიათი და ნიჭი
ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება შეამჩნიო ბავშვის ინტერესები, მიდრეკილებები. მაგალითად, თქვენს შვილს ძალიან მოსწონს სიმღერა ან ხატვა - ჩაწერეთ ის მხატვრულ ან მუსიკალურ ჯგუფში. არ დაგავიწყდეთ ბავშვის მხარდაჭერა და შექება - ისინი სასწაულებს ახდენენ!
8. საბავშვო დისციპლინის არსი მდგომარეობს არა სიცელქის დახშობაში, არამედ მის გარდაქმნაში
ბავშვს ყველაფერი შეუძლია. ამისათვის მნიშვნელოვანია არა აუკრძალოთ მას რაიმეს კეთება, არამედ უკეთესია გადაიტანოთ მისი ყურადღება რაღაც უფრო მიმზიდველსა და სასარგებლოზე. მშობლებმა უნდა ეცადონ შეუქმნან ბავშვს განვითარებული გარემო, რომელიც აყალიბებს და წარმართავს მათ მოღვაწეობას.
თემები: დედები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბედნიერი ბავშვი, ბავშვები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია