LIFE

7 ნიშანი იმისა, რომ ეს სუნამო „შენი არ არის“

7 ნიშანი იმისა, რომ ეს სუნამო „შენი არ არის“

1. შენ გრძნობ მას

7 ნიშანი იმისა, რომ ეს სუნამო „შენი არ არის“

პირველი ნიშანი, რომ არჩეული სუნამო „შენი არ არის“ - თუ მას ისევ გრძნობ შესხურებიდან 15-20 წუთის შემდეგ. ამ დროისთვის ადამიანის ცხვირი ნებისმიერ არომატს ეჩვევა, და თუ თქვენ მაინც გრძნობთ, ჩათვალეთ, რომ ეს არომატი ძალიან მალე გაგაღიზიანებთ და მოგბეზრდებათ.

2. აცემინებ მისი ყოველი გამოყენების დროს

7 ნიშანი იმისა, რომ ეს სუნამო „შენი არ არის“

ეს სამწუხაროდ იმის ნიშანია, რომ სუნამოს ერთ-ერთ კომპონენტზე გაქვთ ალერგია და უკეთესი იქნება ვინმეს აჩუქოთ ეს სუნამო, ვიდრე ჩაუტაროთ ექსპერიმენტები საკუთარ ორგანიზმს.

3. არ შეეხამება შენ ჩაცმის სტილს

7 ნიშანი იმისა, რომ ეს სუნამო „შენი არ არის“

სპორტული გოგონა კედებსა და ვიწრო ჯინსებში, რომელიც აღმოსავლურ ან ქალურ არომატს აფრქვევს. უცნაური დისონანსია, არა? - ან პირიქით, ნაზი გოგონა ლამაზ კაბაში იყენებს მკაცრ სუნამოს, რომელიც კარგი იქნებოდა ოფისისთვის. ახალი პარფიუმის შერჩევისას, ყოველთვის გაითვალისწინეთ, ყველაზე ხშირად როგორ სტილს იცვამთ, რათა თავიდან აიცილოთ ასეთი შეცდომები.

4. შენ კანზე ისეთი სურნელი არ აქვს, როგორც ტესტერზე

7 ნიშანი იმისა, რომ ეს სუნამო „შენი არ არის“

ბევრ პარფიუმერს აშფოთებს ის ფაქტი, რომ მათ სუნამოებს მაღაზიებში ქაღალდის ტესტერების სახით სტავაზობენ. რეალურად სუნამო მაშინვე მხოლოდ კანზე, მისი სითბოსა და ბუნებრივი სუნის ზემოქმედების ქვეშ იხსნება. ამიტომ, როცა სუნამოს ყიდულობ, ჯერ კანზე შეისხურე და წადი მასთან ერთად „სასეირნოდ“. თუ არომატი ერთი საათის გასვლის შემდეგაც მოგეწონება - დაბრუნდი და შეიძინე.

5. არომატი არ უხდება წლის სეზონს

7 ნიშანი იმისა, რომ ეს სუნამო „შენი არ არის“

სხვა მიზეზი, რატომაც შეიძლება არაკომფორტულად გრძნობდე თავს - არომატის შეუსაბამობაა წლის სეზონის მიმართ. ზამთარში „ცივმა“ არომატებმა შეიძლება გაგაღიზიანოთ ზღვისა და ციტრუსის ნოტებით, ამ დროს, უკეთესია აირჩიოთ „თბილი“ ტონები - აღმოსავლური, ყვავილოვანი. და პირიქით, ზაფხულში ასეთი არომატები ზედმეტად მძიმეა.

6. უმიზეზოდ გტკივათ თავი

7 ნიშანი იმისა, რომ ეს სუნამო „შენი არ არის“

სურნელს გააჩნია არაჩვეულებრივი ძალა, მათ შორის შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილი. ასე რომ, თუ საკუთარ თავს ამჩნევთ ასეთ სიმპტომებს, დასაწყისისთვის უარი თქვი ჩვეულ სუნამოზე - არ არის გამორიცხული, რომ მისი ბრალი იყოს.

7. საღამოსკენ სუნამო გღლის

7 ნიშანი იმისა, რომ ეს სუნამო „შენი არ არის“

თუ პარფიუმი დღის დასაწყისში სრულიად სასიამოვნო გეჩვენება, მაგრამ საღამოს ის უკვე გაღიზიანებთ, - საქმე იმაში არ არის, რომ დაიღალე. უბრალოდ ეს სუნამო არ გიხდება - იდეალური არომატი ერევა შენს ბუნებრივ სუნს და მას არ შეუძლია გამოიწვიოს ნეგატიური ემოციები.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>