ოდრი ჰეპბერნის, ჯოან კოლინზის და სხვა ვარსკვლავების საყვარელი ოთხფეხა მეგობრები
- 28.04.2018
ძაღლები რომ ადამიანების საუკეთესო მეგობრები არიან, ამაზე არავინ დავობს. ადამიანების დიდ ნაწილს ისინი ოჯახის წევრებივით უყვართ. საყვარელ ცხოველთან ერთად იძინებენ, სეირნობენ, ესაუბრებიან მათ, იღებენ ერთობლივ ფოტოებს და მზრუნველობას არ აკლებენ.
ვნახოთ, პოპულარული ადამიანები და მათი საყვარელი ძაღლების ერთობლივი ფოტოები:
1. ჯოან კოლინსი - მსახიობი ვარდისფერ ოთახში თავის ვარდისფერ პუდელთან ერთად პოზირებს.
2. ჯონ კენედი - 1930 წლის მეორე ნახევარში კენედიმ ევროპა შემოიარა და მას თან საყვარელი ძაღლი ახლდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბავშვობიდანვე ძაღლების მოყვარული ყოფილა.
3. ელიზაბეტ ტეილორი - მსახიობს ძალიან უყვარდა ცხოველები. განსაკუთრებით კი, ძაღლები და ცხენები. მას სხვადასხვა ჯიშის ძაღლები ჰყავდა, მათ შორის, ტერიერი. ფოტოზე კი, თავის თეთრ პუდელთან ერთადაა აღბეჭდილი.
4. ჯინ სიმონსი - ინგლისელ მსახიობს ნაცრისფერი პუდელი, სახელად ბესი ჰყავდა. ძაღლი ყოველთვის თან ახლდა სიმონსს გადაღებების დროს.
5. ლორენ ბეკოლი - ადამიანებს მოსწონთ როცა პატარა ძაღლები ჰყავთ, რომელთა წაყვანაც სხვადასხვა ადგილებში უფრო მოსახერხებელია, მაგრამ ლორენ ბეკოლი დიდ ძაღლებს ამჯობინებდა. მას ჰყავდა ე.წ. ბიტ-ბოქსერის ჯიშის ძაღლი. 1945 წელს, როცა ლორენმა ჰამფრი ბოგარტზე იქორწინა, სწორედ ამ ჯიშის ლეკვი აჩუქეს. წყვილმა ლეკვს ჰარვი დაარქვა.
6. კენედები - როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯონ კენედის ძალიან უყვარდა ძაღლები. აშშ-ის ბევრ პრეზიდენტს ჰყოლია ძაღლი თეთრ სახლში. ჯონ და ჟაკლინ კენედები კი, იმით გამოირჩეოდნენ, რომ ბევრი, სხვადასხვა ჯიშის ძაღლი ჰყავდათ.
7. დედოფალი ვიქტორია - დედოფალ ვიქტორიას ძალიან ბევრი ძაღლი ჰყოლია. ის ძაღლების უფლებებს იცავდა და ცხოველებისადმი დიდ მზრუნველობას იჩენდა. ფოტოზე ის თავის ერთ-ერთ ძაღლთან ერთადაა აღბეჭდილი.
8. ოდრი ჰეპბერნი - ცნობილია, რომ ოდრი ჰეპბერნს ძალიან უყვარდა ცხოველები. ეს ფოტო კი, 1957 წელსაა გადაღებული და ჩანს, თუ როგორ აკვირდება მას პუდელი. ოდრის პუდელის გარდა, ჰყავდა ტერიერის ჯიშის ძაღლიც.
თემები: ვარსკვლავები, ცხოველების სიყვარული, ცხოველები
<a href="http://www.anothermag.com">http://www.anothermag.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია