სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამაა სამუყაროში. მას შეუძლია ადამიანს ყველაფერი გააკეთებინოს. შეყვარებული ადამიანი ზოგჯერ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს. გონება ვერასოდეს განსაზღვრავს, თუ ვინ შეიყვაროს. უბრალოდ გვიყვარს და არ ვიცით რატომ. სამწუხაროდ, ზოგჯერ გვიყვარდება ადამიანი, რომლისგანაც საპასუხოდ სიყვარულს ვერ ვიღებთ.
წარმოუდგენელად მტკივნეულია, როცა ვიღაც გიყვარს და მის გვერდით ყოფნა არ შეგიძლია, როცა იცი, რომ ის შენთან არასოდეს იქნება.
როცა ცხოვრებაში ეს სამწუხარო რეალობა დგება, უნდა ვეცადოთ, თავი ავარიდოთ გულისტკივილსა და ცრემლების ღვრას.
ვნახოთ, რამდენიმე ფსიქოლოგიური რჩევა - როგორ უნდა გაუმკლავდეთ ტკივილს, რომელიც იმ ადამიანის სიყვარულს ახლავს, რომელიც ჩვენ გვერდით არასოდეს იქნება.
1. სცადეთ, ისიამოვნოთ ერთად გატარებული დროით - როცა იცით, რომ თქვენი სიყვარულის ობიექტი სიყვარულითვე არ გიპასუხებთ, ცრემლების ღვრას სჯობს, უბრალოდ ისიამოვნოთ მის გვერდით გატარებული დროით. ეცადეთ მოიქცეთ როგორც მისი მეგობარი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანს საეროდ კი არ ჩამოშორდებით, არამედ ის შესაძლოა თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.
2. იპოვეთ რაიმე ჰობი, დაკავდით სხვადასხვა საქმიანობით და ეცადეთ იცხოვროთ უფრო შემოქმედებითად - როცა გიყვართ ადამიანი, რომელიც სიყვარულით არ გიპასუხებთ, ამ დროს, როგორც წესი,კარგავთ სხვა საკითხებზე კონცენტრაციის უნარს და მხოლოდ სიყვარულის ობიექტზე ფიქრით ხართ შემპყრობილნი. მსგავსი დამოკდიებულება მძიმე დეპრესიამდე მიგიყვანთ.
სჯობს, დაკავდეთ რაიმე სახალისო აქტივობებით, იმ საქმით, რომელიც ძალიან გიყვართ და რომლის კეთებაც სიამოვნებას განიჭებთ. ნახავთ, რომ მალე სხვა საკითხებზე ფიქრს დაიწყებთ და შესაძლოა მიხვდეთ, რომ „ის“ სულაც არ გყვარებიათ და ნამდვილი სიყვარულიც უფრო მალე იპოვნოთ.
3. იზრუნეთ საკუთარ თავზე - იყო მეგობარი იმ ადამიანის, რომელზეც შეყვარებული ხართ - შესაძლებელია. შეგიძლიათ იყო მის გვერდით, როცა მას სჭირდება, მაგრამ ამავდროულად, დარწმუნდით, რომ მსგავსი ქმედებით არ ანადგურებთ საკუთარ თავს. დარწმუნდით, რომ მსგავსი ქმედება ემოციურად არ განადგურებთ. პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. თუ მასთან ურთიერთობა ფსიქოლოგიურ ზიანს გაყენებთ, სჯობს თავი შორს დაიჭიროთ.
4. შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც თქვენი ესმით და მხარს გიჭერენ - ამ რთულ სიტუაციაში საყვარელი ადამიანების, ნამდვილი მეგობრების გარემოცვაში ყოფნა, უმნიშვნელოვანესია. მათ მხარდაჭერასა და გულისხმიერებას უდიდესი ძალა აქვს. მეგობრები ასეთ სიტუაციაში ყველაზე მეტად გჭირდებათ. არავითარ შემთხვევაში არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. პრობლემასთან მარტო გამკლავების მცდელობა რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე მიგიყვანთ.
5. დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები იმ ადამიანთან, რომელიც გიყვართ, მაგრამ იცით, რომ თქვენ გვერდით ვერასოდეს იქნება - თუ ხედავთ, რომ მასთან მეგობრული კავშირი ემოციურად განადგურებთ და ეს თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს, ამ შემთხვევაში, სჯობს, რომ საკუთარ თავს და მასაც დაუწესით ჯანსაღი საზღვრები. დაუწესეთ საკუთარ თავს მასთან ურთიერთობისას დროის ლიმიტი, ან ეცადეთ საერთოდ არ შეხვდეთ. ნახავთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ტკივილი გაივლის.
6. შეხვდით სხვა ადამიანებს, წადით პაემანზე - მტკივნეულია, მაგრამ უნდა გაიაზროთ, რომ თქვენ ორი ერთად ვერასოდეს იქნებით. რაც უფრო მალე გააცნობიერებთ ამას, მით უფრო მალე დაივიწყებთ ტკივილს და იპოვნით ნამდვილ სიყვარულს. ნუ უარყოფთ სხვა ადმაიანს, რომელიც პაემანზე გეპატიჟებათ. ეცადეთ, ისიამოვნოთ ცხოვრებით და ადამიანებთან ურთიერთობით. ალბათ, გვეთანხმებით, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და დარდის, მწუხარების დრო არ გვაქვს. მიიღეთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობთ.
7. უთხარით მას თქვენი გრძნობების შესახებ - ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა საკუთარ გრძნობებზე გულწრფელად საუბარი. გამოხატეთ გრძნობები, ეს თქვენი კეთილდღეობისთვისვეა კარგი. ასე იმისთვის უნდა მოიქცეთ, რომ ცხოვრების გაგრძელება შეძლოთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ გრძნობები ისე არ გამოხატოთ, რომ თქვენ გამო მან თავი დამნაშავედ და ცუდად იგრძნოს. ნუ ეცდებით მისით მანიპულირებას.
8. დაწერეთ თქვენი ემოციების შესახებ - ეს ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიაა. ჩაწერეთ თქვენი გრძნობების, ემოციების, განცდების შესახებ დღიურში. ამ გზით უფრო მარტივად გაიაზრებთ იმას, რაც თქვენს თავს ხდება და უფრო მარტივად იპოვნით გამოსავალს, უფრო მარტივად შეძლებთ დავიწყებას და ცხოვრების ჩვეული რიტმით გაგრძელებას.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, პრობლემები, ქალები
<a href="https://thepowerofsilence.co">https://thepowerofsilence.co</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია