მაისი წელიწადის ულამაზესი თვეა. როგორც ამბობენ, ეს ყვავილობის ეტაპია და ბუნებას ადამიანებმაც უნდა ავუწყოთ ფეხი და შესაბამისად გამოვიყურებოდეთ. დროა, შეეშვათ მუქ ფერებს და გარდერობს უფრო მეტი ხალისიანი ფერი შემატოთ, ფერები, რომლებიც მაისს ყველაზე მეტად შეეფერება.

უარი თქვით მოსაწყენ ცხოვრებაზე, იყავით მხიარულები და დაივიწყეთ პრობლემები. რა შეიძლება იყოს პრობლემების დავიწყების საუკეთესო საშუალება? - რა თქმა უნდა, საყიდლებზე წასვლა.

ვნახოთ, რა უნდა შეიძინოთ მაისში იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო ფერადი, მხიარული და ამავდროულად, ტრენდული გახდეს:

1. შეიძინეთ კლასიკური სტილის, ღია ფერის ჩანთა - ის მთელი ზაფხულის განმავლობაში გამოგადგებათ და ნებისმიერი სტილის სამოსს შეგეძლებათ რომ შეუსაბამოთ.

2. შეიძინეთ კანის მოვლის სურნელოვანი პროდუქტები - გახსოვდეთ, რომ კანის მოვლის საშუალებებში გადახდილი ფული არასოდეს არაა ფუჭად გადაყრილი. შედეგად, სახის კანი გლუვი და პრიალა იქნება, ხოლო თქვენ უფრო მეტად თავდაჯერებულები.

3. ვარდისფერი კაბა - რომანტიკული, ვარდისფერი კაბა აუცილებლად უნდა იყოს თქვენი მაისის გარდერობში.

4. სხვადასხვა დეტალებით გაფორმებული, მოხატული თეფშები - ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია, რომ ადამიანის განწყობაზე მოქმედებს ისიც, თუ როგორი ჭურჭლიდან მიირთმევს ის საკვებს. გაახალისეთ თქვენი ჭურჭლის კარადა და შეიძინეთ ჭურჭელი მხიარულ ფერებში.

5. საგაზაფხულო ფეხსაცმელი გამჭვირვალე ქუსლით - ის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის მთავარი ტენდენციაა.

6. იზრუნეთ თქვენი საკითხავი წიგნების სიის გამდიდრებაზეც - გირჩევთ, შეიძინოთ დამიან დიბენის “Tomorrow”. წიგნში აღწერილია 217 წლის ძაღლის თავგადასავალი, რომელიც ეძებს მას, ვინც უკვდავება მიანიჭა.

7. გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ ერთი ვარდსფერი, ასიმეტრიული კაბა - ის წელს ძალიან მოდურია.

8. ფერადი ბიუსჰალტერი - გარდა იმისა, რომ ასეთი ბიუსჰალტერი ძალიან კომფორტულია, ამავდროულად, ის ძალიან ლამაზია გამჭვირვალე თეთრ მაისურზე.

9. მაისური შავ-თეთრ ზოლებში.

10. გრძელი, ფერადი, ყვავილებით გაფორმებული საყურე - მაისს ასეთი სამკაული ძალიან უხდება.